სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურის ასისტენტი

“კავკასიის უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურის ასისტენტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

 სემესტრული ხელშეკრულების ჩაბარება და გადამოწმება (აკადემიური და ფინანსური);
 უნივერსიტეტის იურისტთან კოორდინირებულად ნორმატიულ დოკუმენტებში ცვლილებებისა და დამატებების ასახვა;
 სასწავლო დეპარტამენტის ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება და საოქმო ჩანაწერების გაკეთება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

 უნივერსიტეტის ნორმატიული დოკუმენტების, დებულებების და საგანმანათლებლო პროგრამების ცოდნა;
 საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ექსელის მაღალ დონეზე ფლობას);
 პასუხისმგებლობის გრძნობა;
 დაკვირვებისა და ხარვეზის აღმოჩენის უნარი;
 დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
 ანალიტიკური აზროვნების უნარი.

მისაღები კრიტერიუმები:

 ტესტირება ზოგად უნარებში
 სამი თვე – გამოსაცდელი ვადა
 ხელფასი: 600 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მითითებული დოკუმენტები ელექტრონული სახით გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hra@cu.edu.ge | mtsibadze@cu.edu.ge

გთხოვთ, მიუთითოთ საგნის დასახელების ველში დისციპლინის სახელწოდება. ასევე, რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2013 წლის 28 თებერვალი.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი