ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას დღის და ღამის მორიგის პოზიციაზე მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურში. სტაჟირება გაგრძელდება ერთი თვე და წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მიწისძვრების მონიტორინგი, მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა ბაზაში გადატანა;
- დიდ მიწისძვრაზე ოპერატიული რეაგირება;
- საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება (საჭიროების შემთხვევაში).
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უპირატესობა მიენიჭებათ ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებების (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია) სტუდენტებს
ქცევითი კომპეტენციები:
- ოპერატიულობა;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- პუნქტუალობა.
სამუშაო პირობები:
- არასრული სამუშაო გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 20 საათისა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 26 ივნისის ჩათვლით გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: ies@iliauni.edu.ge 26 ივნისის ჩათვლით (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „სტაჟირება დღის და ღამის მორიგე – მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახური“).
დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

