აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია — განცხადების წარდგენის ვადები

ახალგაზრდებს შორის აფხაზეთის მიმართ ინტერესისა და თემის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესებულია აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.

სტიპენდიიის მოპოვება შეუძლიათ განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • მაღალი აკადემიური მოსწრება (საშუალო ქულა უნდა აღემატებოდეს 80-ს);
  • მონაწილეობა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
  • საზოგადოებრივი აქტიურობა..

 

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიას — თვეში 300 ლარს —  სტუდენტები მიიღებენ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში. 

განაცხადების წარდგენის ვადაა — 2026 წლის პირველი ივლისიდან მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი.

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია დადგენილება

გაიგე მეტი

გაიგე მეტი