ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი იწყებს პროექტს „ადამიანის უფლებების ოლიმპიადა“.
პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის ძირითადი უფლებების დაცვის პრაქტიკული უნარების გამომუშავება, ძირითადი უფლებების სამართლისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პოპულარიზაცია.
კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად მონაწილეობის მსურველთაგან საუკეთესო გუნდები შეირჩევა იურიდიული დოკუმენტების (კონსტიტუციური სარჩელისა და კონსტიტუციური შესაგებლის) წარმოდგენის საფუძველზე. შერჩეული გუნდები კი მონაწილეობას მიიღებენ საკონსტიტუციო სამართალწარმოების იმიტირებულ პროცესში, რომელიც ივნისში გაიმართება.
მონაწილეებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ლექტორები. პროექტის გამარჯვებულებს, ფინალისტებსა და მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
სამიზნე აუდიტორია: კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს.
რეგისტრაციის წესი: მონაწილეობისთვის გუნდმა (3 წევრი) უნდა გაგზავნოს თითოეული წევრის მონაცემები (სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: goga.chipchiuri@iliauni.edu.ge
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 ივნისი
რეგისტრირებული მონაწილეები შესასრულებელი დავალების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.

