შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია “ირაო” აცხადებს სტაჟიორების მიღებას საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.სტაჟირებაზე მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
სტაჟიორების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3 თვიან სტაჟირებას, რომელიც მოიცავს შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ საქმიანობას. სტაჟირება მოითხოვს სრული სამუშაო დროით დატვირთვას. სტუდენტებისთვის სესიების დროს გაკეთდება შეღავათები. წარმატებული სტაჟიორები დასაქმდებიან “ირაოში”, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში. 3 თვიანი სტაჟირების დასრულებისას, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიის საქმიანობის და სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
მომსახურებისა და გაყიდვების უნარ-ჩვევების განვითარება;
საცალო გაყიდვების მენეჯერთან ერთად ახალი კლიენტების მოძიება, პრეზენტაციების გაკეთება;
საცალო გაყიდვების მენეჯერის ასისტირება.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ-ჩვევები:
ინიციატივიანობა, აქტიურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
შემოქმედებითობა;
პრეზენტაბელურობა;
კომუნიკაბელურობა;
დამაჯერებლობა;
შრომისმოყვარეობა;
მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@irao.ge 2013 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
[wpai_display_imported_files_here]

