ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების მსურველი სტუდენტებისთვის აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა;
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებისთვის ინფორმაციის გაცნობა;
- სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციები;
- საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ასისტირება;
- სტუდენტთა ცნობების გაფორმება და ბაზაში აღრიცხვა;
- სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
- არქივის თანამშრომელთა მხარდაჭერა;
- ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესების მხარდაჭერა.
სასურველია:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტის სტატუსი;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
(სტაჟიორი გაეცნობა და ისწავლის ფაკულტეტის სტრუქტურას, საქმისწარმოებასა და ადმინისტრირების პროცესებს).
ქცევითი კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №32
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, კვირაში არაუმეტეს 20 საათისა; სამუშაო და დასვენების საათები შეთანხმდება ცენტრის კოორდინატორთან სასწავლო ცხრილის გათვალისწინებით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2026 წლის 23 თებერვლიდან 20 ივნისამდე
ანაზღაურება: თვეში 300 ლარი (დარიცხული).
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
სტაჟიორის ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 17 თებერვლის ჩათვლით გამოგზავნოთ თქვენი CV PDF-ფაილად მისამართზე: admin.artsci@iliauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „სტაჟირება სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში“.
ასევე შეავსეთ კითხვარი ბმულზე:
კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტებისა და შევსებული კითხვარის განხილვა;
- გასაუბრება ZOOM-ის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2026

