სხვადასხვა ვაკანსია ჰიპერმარკეტ კარფურში

საქართველოში იხსნება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ევროპაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური“.

ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შანსს და ვაცხადებთ ვაკანსიებს ჰიპერმარკეტში შემდეგ პოზიციებზე:
•    საწყობის და რეალიზაციის პერსონალი/კონსულტანტი;
•    საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ელექტრონიკის გამყიდველ-კონსულტანტი;
•    საქონლის მიმღები პერსონალი;
•    მოლარე.

ჩვენ გთავაზობთ:
•    წარმატებული კარიერის დაწყებას;
•    საერთაშორისო გამოცდილების მიღებას;
•    პროფესიულ და კარიერულ წინსვლას;
•    ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენინგებს;
•    კონკურენტუნარიან ხელფასს 430 ლარიდან;
•    ჯანმრთელობის დაზღვევის საოჯახო პაკეტს.

რეზიუმეს გადაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 31 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი