სს “ჩემი ოჯახის კლინიკა” “ალდაგი ბისიაის” ჯგუფში შემავალი კომპანიაა და საქართველოში ყველაზე დიდ სამედიცინო ქსელს წარმოადგენს.
სს “ჩემი ოჯახის კლინიკა” აცხადებს ვაკანსიას შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
უშუალო ხელმძღვანელი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.
დაქვემდებარებული პერსონალი: კოორდინაციას უწევს ქსელში შემავალი კლინიკების ადმინისტრაციის სპეციალისტებს (თანამშრომლების შერჩევის კომპონენტში).
ძირითადი მოვალეობები:
• სამედიცინო ქსელში არსებული ვაკანსიის დაგეგმვაში მონაწილეობა;
• ვაკანსიის მართვა კომპანიის შესაბამისი პროცედურის შესაბამისად;
• სამუშაო აღწერილობის შედგენა;
• ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
• კანდიდატების გადარჩევა რეზიუმეების მიხედვით;
• პირველადი ინტერვიუ;
• ტესტირება;
• ადამიანური რესურსების (კანდიდატების) ბაზის მუდმივი განახლება;
• უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
• უშუალოდ კანდიდატების შერჩევის მიმართულებით სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
• უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების განხრით (ფსიქოლოგია, სოციოლოგია და სხვა);
• უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო განათლებას იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს ექნება შერჩევის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
• უპირატესობა მიენიჭება კვალიფიკაციას ადამიანური რესურსების მართვის სფეროში (დიპლომი ან სერტიფიკატი);
• MS Office, Outlook პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
• ენების ცოდნა: ქართული – სრულყოფილად; ინგლისური – კარგად; რუსული – სასურველია.
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
• ორგანიზებული;
• ანალიზის უნარი;
• გამართულად წერის უნარი;
• დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
• ურთიერთობების ადვილად დამყარების უნარი;
• ვადებში მუშაობის უნარი;
• დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
• ინიციატივიანი.
რეზიუმეს გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 1 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]

