იწყება Invisible University Georgia – სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს სთავაზობს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებების.ინგლისურენოვან ონლაინკურსებს.
კურსები ინტერდისციპლინურია და მათ გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი პროფესორები და მკვლევრები. სტუდენტები ასევე შეხვდებიან სხვადასხვა სფეროს წამყვან საერთაშორისო სპეციალისტებს, რომლებიც მოწვეული მომხსენებლების სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია შეზღუდული რაოდენობის კვლევითი სტიპენდიებიც.
განაცხადების მიღების ბოლო ვადები:
Invisible Graduate School-ის (IGS) სტიპენდიებისთვის – 9 სექტემბერი
ონლაინკურსებისა და კვლევითი სტიპენდიებისთვის – 17 სექტემბერი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ განცხადებაში.
შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე: cas@iliauni.edu.ge

