სს „საქართველოს ბანკის“ საოპერაციო რისკის მართვის დეპარტამენტი აცხადებს საოპერაციო რისკების შეფასების ოფიცრის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქციები:
საოპერაციო რისკების იდენტიფიკაცია და შეფასება;
ბანკის პროდუქტებისა და პროცესების ანალიზი საოპერაციო რისკების გამოვლენის მიზნით; შედეგების პროგრამული აღრიცხვა;
გამოვლენილი საოპერაციო რისკების სცენარული ანალიზი;
საოპერაციო რისკების თვითშეფასების პროგრამის ორგანიზება, დოკუმენტირება, ანალიზი და რეპორტინგი;
იდენტიფიცირებული საოპერაციო რისკების გადაფასება პროცესებში წარმოქმნილი კონტროლების ან გაუქმებული კონტროლების შემთხვევაში არანაკლებ წელიწადში ერთხელ;
კონტროლის გარემოს შეფასება და დოკუმენტირება;
საოპერაციო რისკების შეფასების ანგარიშების შედგენა და წარდგენა ბიზნესის მიმართულებებისათვის;
საოპერაციო რისკების შეფასება და იდენტიფიკაცია ახალი ბიზნესპროცესების, პროდუქტების, სისტემების ფარგლებში და არსებული ბიზნესპროცესების ცვლილებების/გაუქმებების პროექტების ფარგლებში;
საოპერაციო რისკების იდენტიფიკაცია IT-პროექტების ფარგლებში;
IT-პროექტების ინიცირება, ბიზნესის დასაბუთების წარმოდგენა და პროექტის იმპლემენტაცია გამოვლენილი საოპერაციო რისკის დანაკარგების წყაროს ლოკალიზებისათვის;
კვარტალური ანგარიშგებების მომზადება მენეჯმენტისათვის;
ანგარიშგებების მომზადება ბიზნესის მიმართულებებისათვის.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი განათლება ტექნიკური, ეკონომიკური ან საბანკო მიმართულებით
სამუშაო გამოცდილება:
სასურველია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში IT, აუდიტის, შიდა კონტროლის ან ანალიტიკის მიმართულებით
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
საბანკო რეგულაციების ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და ემოციური გაწონასწორებულობა;
წერილობით და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;
კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ საჭირო ინფორმაცია ბმულზე
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15/07/2019.
[wpai_display_imported_files_here]


