სამედიცინო ცენტრების გაერთიანება Vivo Medical Group, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ მულტიპროფილურ ცენტრებს (თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო) აცხადებს პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის ვაკანსიას.
მისამართი: ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ. N5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს-ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
ERP ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პროგრამის მომხმარებელთა მხარდაჭერა;
პრობლემების იდენტიფიცირება და მის გამოსწორებაზე მუშაობა;
პროგრამის დახვეწის პროცესში აქტიური მონაწილეობა.
დამატებითი უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
დროის მართვის უნარი;
ანალიტიკური აზროვნება;
დეტალებზე ორიენტაციის უნარი.
Vivo Medical Group-ში კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებს არ გადაეცემა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: g.murachashvili@vivomedical.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ: „პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი“.
დაუკავშირდებიან მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 21 ოქტომბერი.
[wpai_display_imported_files_here]


