სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტის სტაჟირების პროგრამა

„ევექსი“ აცხადებს სტაჟირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი 5 სამუშაო დღე

ანაზღაურება: სტაჟირება არაანაზღაურებადია.

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომლების ტექნიკური დახმარება კომპიუტერული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკის გამართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, მომართვებზე;

  • თანამშრომლების ტექნიკური დახმარება პირისპირ კომუნიკაციით ან სატელეფონო რეაგირებით;

  • ტერმინალსერვერზე ახალი მომხმარებლის (user- ის) პროფილების გამართვაში მონაწილეობა;

  • სერვისების ავტომატიზაციის უზრუნველყოფა;

  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;

  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვაში მონაწილეობა;

  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;

  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);

  • სასურველია Microsoft Windows ოპერაციის სისტემების ცოდნა (XP, 7, 8);

  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

 პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციისა და გადაწყვეტის უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • კომუნიკაბელურობა.

განცხადების შესატანად გთხოვთ მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2ETDHr0

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 ივნისი, 2019

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი