სს “სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
აპლიკანტის მინიმალური ასაკი: 21 წელი
ანაზღაურება ფიქსირებული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრული ან არასრული (მხოლოდ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსი ან მაგისტრატურის სტუდენტი) უმაღლესი განათლება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, Excel, PowerPoint);
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული მახასიათებლები
კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
არაკონფლიქტურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალობა;
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
კორპორატიული კლიენტების მომსახურება;
პრეზენტაციის მომზადება/ჩატარება;
ინფორმაციის პროგრამულ უზრუნველყოფაში ასახვა;
მონაცემთა ბაზების მართვა/დამუშავება;
დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება –კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი – ლათინური შრიფტით.
[wpai_display_imported_files_here]


