მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის საბაკალავრო პროგრამაზე: ,,მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” გარე მობილობის ფარგლებში ჩარიცხვის მსურველ პირთათვის.
შემოქმედებით ტურზე ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 20 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/q2WamQvruiumKSxh6
შემოქმედებითი ტური ჩატარდება 2026 წლის 1 და 2 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრში. ტური ტარდება პირისპირ ფორმატში: კანდიდატები შეხვდებიან შემფასებელ კომისიას, რომლის ფარგლებში შეფასდება კონკურსანტის მოტივაცია და სფეროს შესახებ ზოგადი ცოდნა. დამატებით, გთხოვთ, იხილოთ დანართი 1.
კანდიდატთა ზუსტი განრიგი და შეხვედრის დრო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება არაუგვიანეს 2026 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათისა, უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით.
მანამდე გთხოვთ, გაეცნოთ შემოქმედებითი ტურის დებულებას.
დარეგისტრირებულ კანდიდატებს უნივერსიტეტის წარმომადგენელი დამატებით დაუკავშირდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელფოსტაზე: tour.music@iliauni.edu.ge

