პროფესორ ლიუბომირ კოვაჩის მხარდაჭერის წერილი

სოლიდარობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ

ეს წერილი პასუხია ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოში საუნივერსიტეტო ავტონომიაზე, აკადემიურ თავისუფლებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული კვოტა, რომელიც 92%-ით შეამცირებს მისაღებ ადგილებს,  რასაც მოჰყვება ინსტიტუტში თუ უნივერსიტეტში დისციპლინური მრავალფეროვნების განადგურება. წერილი გამოხატავს სოლიდარობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და ხაზს უსვამს საუნივერსიტეტო ავტონომიის დაცვის, აკადემიურ ინსტიტუტებთან შინაარსიანი კონსულტაციისა და ევროპის უმაღლესი განათლების სფეროს პრინციპებთან თანხვედრის გაგრძელებას.

2020 წლიდან დაიწყო სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეს პ. ი. შაფარიკის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო თანამშრომლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მღვიმეებისა და მიწისქვეშა ეკოსისტემების ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სფეროში. საქართველო ევროპისა და აზიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ბიომრავალფეროვნების ადგილია, სადაც მიწისქვეშა ფაუნის მრავალფეროვნება ჯერ კიდევ მეტწილად უცნობი და შეუსწავლელია.

შესაბამისად, გამოვხატავ დიდ მხარდაჭერას მღვიმეების ბიოლოგიის კვლევებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მღვიმეების ბიოლოგიის მკვლევართა გუნდის მიმართ. მთავრობის მიერ შემოთავაზებული ბოლოდროინდელი რეფორმა უარყოფით გავლენას მოახდენს მიწისქვეშა ბიოლოგიის შესწავლაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთადერთ ქართულ უნივერსიტეტში, რომელშიც „მღვიმეების ეკოლოგია“ უნიკალურადაა ინტეგრირებული სასწავლო გეგმაში.

პატივისცემით,

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი ლიუბომირ კოვაჩი

ბიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

პროფესორ ლიუბომირ კოვაჩის მხარდაჭერის წერილი

გაიგე მეტი

გაიგე მეტი