17 თებერვალს Startup Grind-ის თბილისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ილიაუნიში უმასპინძლებს საერთაშორისო კონკურსს Startup Grind Pitch Battle Royale.
Startup Grind Pitch Battle Royale არის Startup Grind-ის საერთაშორისო ინიციატივა, რომლის მონაწილე სტარტაპები ორწუთიანი პიჩით, მაქსიმუმ სამი სლაიდის გამოყენებით, წარდგებიან გამოცდილი ჟიურის წინაშე, მიიღებენ პროფესიულ უკუკავშირს და იბრძოლებენ საერთაშორისო არენაზე გასვლისთვის.
პრეზენტაციის შემდეგ კითხვა-პასუხის სესიაზე ჟიური და მოწვეული ექსპერტები მონაწილეებს გაუზიარებენ პროფესიულ უკუკავშირსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
- იდეის ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფ სტარტაპებს;
- განვითარების ეტაპზე მყოფ სტარტაპებს;
- Traction ეტაპზე მყოფ სტარტაპებს.
Idea Stage კატეგორიის გუნდები მუშაობენ იდეის ჩამოყალიბებასა და ვალიდაციაზე ან არიან pre-MVP ეტაპზე. Development Stage განკუთვნილია სტარტაპებისთვის, რომლებიც უკვე ქმნიან ან ამოწმებენ პროდუქტის ეფექტიანობას, ხოლო Traction Stage მოიცავს გუნდებს, რომელთაც ჰყავთ მომხმარებლები ან უკვე აგენერირებენ შემოსავალს.
თითოეულ კატეგორიაში (Idea, Development, Traction), გამოვლინდება ერთი გამარჯვებული სტარტაპი.
ადგილობრივი ეტაპის გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ ბილეთი Startup Grind-ის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება 2026 წლის 27-29 აპრილს სან ფრანცისკოში. გარდა ამისა, გამარჯვებულებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ Pitch Battle Royale-ის ნახევარფინალსა და ფინალში – საკუთარი სტარტაპი წარადგინონ საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და მოიპოვონ აღიარება. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ გენერალური სპონსორების ციფრული რესურსების პაკეტი.
Pitch Battle Royale-ის საერთაშორისო ეტაპები გაიმართება ონლაინ: ნახევარფინალი – 25 თებერვალს და ფინალი – 4 მარტს.
ადგილობრივი ღონისძიება გაიმართება 2026 წლის 17 თებერვალს თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში. სტარტაპების რეგისტრაცია და სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე PitchBattleRoyale.com.
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: https://www.startupgrind.com/e/mpr547/
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 11 თებერვალი, 23:59 საათი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მონაწილე სტარტაპებს გთხოვთ, რეგისტრაციის დროს წარმომადგენლობის მითითებისას ჩამონათვალში მონიშნოთ Tbilisi, Georgia.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: fablab@iliauni.edu.ge

