შპს „ნეოგაზი“ აცხადებს მარკეტინგის ასისტენტის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების/აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
სააგენტოებთან და ვენდორებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მართვასა და განვითარებაში მონაწილეობა;
სოციალურ ქსელსა და ინტერნეტსივრცეში ბრენდის კომუნიკაციის მართვაში მონაწილეობა;
ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნაში მონაწილეობა (ზოგადი პოსტების, ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება);
სოციალურ ქსელებში შემოსულ ნებისმიერ კითხვაზე რეაგირება;
კომპანიის საპრეზენტაციო/სარეკლამო მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
გაზგასამართ სადგურებზე პერიოდული ვიზიტი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელისათვის;
ბაზრის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელისათვის;
საცალო და კორპორატიული კლიენტების კმაყოფილების კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები);
სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში სასურველია;
საოფისე კოპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
ქართული ენის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
გუნდური მუშაობის უნარი;
კრეატიული აზროვნება;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2019 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
[wpai_display_imported_files_here]


