საზოგადოება “ბილიკი” აცხადებს მოხალისეობის პროგრამას.
საზოგადოება “ბილიკი” არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. ორგანიზაციის მისიაა მოზარდი თაობის, ბავშვების და ახალგაზრდების მხარდაჭერა. “ბილიკი” 2006 წლიდან წარმატებით ახორციელებს მოხალისეობის პროგრამას.
პროგრამის მიზნებია:
• საზოგადოება “ბილიკში” შეიქმნას მოტივირებულ და კვალიფიციურ მოხალისეთა ბაზა;
• მოხდეს ახალი პროგრამების მხარდაჭერა და ახალგაზრდების მიერ შეტანილი წვლილით “ბილიკის” პროგრამული სისტემის გამდიდრება;
• სტუდენტებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სამუშაო გამოცდილების შეთავაზება;
• მოხალისეობის კულტურის დანერგვა საქართველოში.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
• ორგანიზაციაში უნდა იმუშაონ კვირაში მინიმუმ 4 საათი და მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში;
• იმუშაონ მთლიანი პროგრამის განმავლობაში (დაახლოებით 4 თვე);
• იმუშაონ ფულადი ანაზღაურების გარეშე;
• სასურველია უცხო ენების ცოდნა.
საზოგადოება “ბილიკი” აცხადებს მოხალისეების მიღებას შემდეგ სამსახურებში:
1. საგანმანათლებლო სტუდია (ფორმალური, არაფორმალური, ინგლისური ენა);
2. ჟურნალისტიკის სტუდია;
3. სოციალური სამსახური;
4. ფსიქოლოგიური სამსახური;
5. სამოქალაქო კლუბები;
6. შემოქმედებითი სტუდია (ცეკვა, სიმღერა).
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.
[wpai_display_imported_files_here]

