მიღება სასერტიფიკატო კურსზე „მუსიკის სწავლების მეთოდები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „მუსიკის სწავლების მეთოდები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“. კურსის მსმენელები ძირითადი საგნის გამოცდის პროგრამის შესწავლასთან ერთად  გაეცნობიან მუსიკის სწავლების ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს – ციფრულ მუსიკოლოგიას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სასწავლო პროცესში.

კურსი სრულად პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მუსიკის საგნის სტანდარტის მოთხოვნებს.

პროგრამა განსაკუთრებით იქნება საინტერესო მუსიკის საგნის გამოცდის ჩაბარების მსურველებისა და პროფესიული ზრდით დაინტერესებული საჯარო სკოლის  მუსიკის მასწავლებლების, ასევე ხელოვნების სფეროს პედაგოგებისა და, ზოგადად, პრაქტიკოსებისთვის, რომლებიც ცდილობენ სწავლების თანამედროვე, ღრმა და აზრობრივ მოდელებით მუშაობას.

კურსს გაუძღვებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის საგნის 60-კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვანელი, პროფ. ქეთევან შენგელია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ექსპერტი დავით ზათიაშვილი

კურსის დაწყების თარიღი: 1 ოქტომბერი

სამუშაო შეხვედრები გაიმართება ონლაინ თიმსის პლატფორმაზე კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს (19.00-21.00 საათამდე)

კურსის ხანგრძლივობა – ათი კვირა

კურსის ღირებულება – 250 ლარი (თვეში 83 ლარი)

სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/CP8RDeHVa7XqYyZWA

საკონტაქტო ინფორმაცია

ketevan.shengelia@iliauni.edu.ge

ketevan.grigolia@iliauni.edu.ge

გაიგე მეტი

გაიგე მეტი