მიღება კულტურული მემკვიდრეობის გიდი-პედაგოგების სასერტიფიკატო პროგრამაზე

საქართველოში პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას კულტურული მემკვიდრეობის გიდი-პედაგოგების სასერტიფიკატო პროგრამაზე.

პროგრამა აერთიანებს უნივერსიტეტის აკადემიურ გამოცდილებასა და გიდის პროფესიულ მომზადებას და მიზნად ისახავს  მონაწილეებისთვის როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას კულტურული მემკვიდრეობის სფეროში. პროგრამა ეფუძნება ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას და მისი მიზანია მსმენელებს გააცნოს  საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა აკადემიური ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებაა. ლექციებს წაიკითხავენ ილიაუნის მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის მქონე პროფესორები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობენ და არქეოლოგიურ ექსპედიციებს ხელმძღვანელობენ.

პროგრამით დაგეგმილია პრაქტიკული სამუშაოები მუზეუმებსა და მუზეუმნაკრძალებში, რაც მონაწილეებს შეძენილი ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენებისა და პროფესიული უნარების განვითარების საშუალებას მისცემს.

პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატს.

ლექციებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის პროფესორები, რომლებიც პარალელურად მუშაობენ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში და ხელმძღვანელობენ არქეოლოგიურ ექსპედიციებს.

ნოდარ ბახტაძე – პროფესორი, ნეკრესის და დოლოჭოპის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერი;
ნინო ჭიჭინაძე – ხელოვნების ისტორიკოსი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი;
ნიკოლოზ წიქარიძე – არქეოლოგი, ასისტენტ-პროფესორი, ცუცხვათის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი;
მაია პატარიძე – ნუმიზმატი, ასისტენტ-პროფესორი;
გიორგი ბიძინაშვილი – არქეოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარი, ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი.

პროგრამის დეტალები

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 5 თვე, 120 საათი;
  • სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული (მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებსაც);
  • კურსის საფასური: თვეში 260 ლარი (5-თვიანი კურსის საერთო ღირებულება 1300 ლარი

 

სწავლის დაწყება: 4 ოქტომბერი, კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და პარასკევს, 18:00-20:00 საათი (დროის შეცვლა შესაძლებელია შეთანხმების საფუძველზე)

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 სექტემბერი

სარეგისტრაციო ბმულიhttps://forms.gle/d6RpiWTZdKb6hCYT7

პროგრამა განკუთვნილია, როგორც ტურისტული გიდებისთვის, ისე, სამუზეუმო სივრცეებში დასაქმებული გიდი-პედაგოგებისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი