ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრთან ერთად აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე კომპიუტერული გრაფიკის (Adobe Photoshop) საბაზისო კურსი.
პროგრამა განკუთვნილია კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის (15 წლის ასაკიდან). მონაწილეები შეიძენენ გრაფიკულ პროგრამაში Adobe Photoshop მუშაობის საბაზისო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა/მონაწილეთა შეფასება: მონაწილეები შეფასდებიან დასწრების მაჩვენებლითა (უნდა დაესწრონ საკონტაქტო საათების მინიმუმ 90%-ს) და შესრულებული დავალებებით, რომლებზეც პედაგოგისგან მიიღებენ უკუკავშირს.
დაწყების თარიღი: 15 ოქტომბერი
სწავლის ხანგრძლივობა: 4 კვირა (1 თვე), მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 3 დღე, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით.
საკონტაქტო საათების რაოდენობა: 24 საათი
პროგრამის ღირებულება: 400 ლარი
სწავლების ფორმატი: კურსი ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
კურსს გაუძღვება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პედაგოგი ლევან ხარაზიშვილი (მოწვეული პედაგოგი)
კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/h3eynoe8Fs6BqWsC9
რეგისტრაციის ბოლო ვადა – 8 ოქტომბერი
| დრო | კორპუსი/ოთახი | ორშაბათი | სამშაბათი | ოთხშაბათი |
| 1700 საათი | D 102 | Adobe Photoshop | ||
| 1800 საათი | D 102 | Adobe Photoshop | ||
| 1900 საათი | D 102 | Adobe Photoshop | Adobe Photoshop | |
| 2000 საათი | D 102 | Adobe Photoshop | Adobe Photoshop |

