ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრთან ერთადა ცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე კომპიუტერული გრაფიკის (Adobe Illustrator) საბაზისო კურსი.
მოსამზადებელი პროგრამა განკუთვნილია კომპიუტერული გრაფიკის კურსის შესწავლით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის (15 წლის ასაკიდან). მონაწილეები შეიძენენ გრაფიკული პროგრამის Adobe Illustrator საბაზისო ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა/მონაწილეთა შეფასება: მონაწილეები შეფასდებიან დასწრების მაჩვენებლითა (უნდა დაესწრონ საკონტაქტო საათების მინიმუმ 90%-ს) და შესრულებული დავალებებით, რომლებზეც პედაგოგისგან მიიღებენ უკუკავშირს.
დაწყების თარიღი: 15 ოქტომბერი
სწავლის ხანგრძლივობა: 4 კვირა (1 თვე). მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 3 დღე, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით.
საკონტაქტო საათების რაოდენობა: 24 საათი
ფორმატი: ონლაინსწავლება
პროგრამის ღირებულება: 400 ლარი
კურსს გაუძღვება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პედაგოგი მარიამ ჯანელიძე (მოწვეული პედაგოგი)
კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
| დრო | ორშაბათი | ოთხშაბათი | პარასკევი |
| 1930 საათი | Adobe Illustrator | Adobe Illustrator | Adobe Illustrator |
| 2030 საათი | Adobe Illustrator | Adobe Illustrator | Adobe Illustrator |
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/rEWTE3Bwf6VgneL4A
რეგისტრაციის ბოლო ვადა – 8 ოქტომბერი
2026

