ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე „ხატვის, ფერწერის, კომპოზიციისა და პლასტიკური ანატომიის საბაზისო კურსი“.
მოსამზადებელი პროგრამა განკუთვნილია ხატვის, ფერწერის, კომპოზიციისა და პლასტიკური ანატომიის საბაზისო კურსის შესწავლით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის (ასაკი – 15 წლიდან ზემოთ). მისი მიზანია მონაწილეებს გააცნოს სახვითი ხელოვნების დარგები: ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია, შეასწავლოს პლასტიკური ანატომიის საფუძვლები და განუვითაროს პრაქტიკული უნარები.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა/მონაწილეთა შეფასება: მონაწილეები ფასდებიან დასწრების მაჩვენებლით (უნდა დაესწრონ საკონტაქტო საათების მინიმუმ 90%-ს) და შესრულებული დავალებებით, რომლებზეც პედაგოგისგან იღებენ უკუკავშირს.
სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე. მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 4 დღე, თითოეული 3 საათის ხანგრძლივობით.
საკონტაქტო საათების რაოდენობა: 192 საათი
პროგრამის ღირებულება: 1200 ლარი (შესაძლებელია საფასურის გადანაწილება თვეების მიხედვით)
კურსს გაუძღვებიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პედაგოგები:
ხატვა – რამაზ არავიაშვილი
ფერწერა და კომპოზიცია – ქეთევან მელია
პლასტიკური ანატომია – ტერეზა გველესიანი
კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 ოქტომბერი
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/eWNFU2Dv42FAntnQ8
კურსის დაწყების თარიღი: 12 ოქტომბერი
დრო და ადგილი
| დრო | კორპუსი/ოთახი | ორშაბათი | სამშაბათი | ოთხშაბათი | ხუთშაბათი |
| 1500 საათი | D 605 | ფერწერა | ფერწერა | ხატვა | ხატვა |
| 1600 საათი | D 605 | ფერწერა | ფერწერა | ხატვა | ხატვა |
| 1700 საათი | D 605 | კომპოზიცია | კომპოზიცია | პლასტიკური ანატომია | პლასტიკური ანატომია |
საკონტაქტო ინფორმაცია:
tamuna.ninikashvili@iliauni.edu.ge
Ketevan.grigolia@iliauni.edu.ge
2026

