ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წყალბურთელთა კლუბმა “ლიგამუსმა” საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წყალბურთში 1991 წლიანთა კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.2009 წლის 15-19 ივნისს ვერის საცურაო აუზ “ლაგუნა ვერეზე” გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი წყალბურთში. შეჯიბრი ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ 1991/1992, 1993/1994, 1995/1996 წლებში დაბადეული სპორტსმენები; თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში – 5-5 გუნდი. საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში წყალბურთელთა შემდეგი 5 გუნდი მონაწილეობდა:
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წყალბურთელთა კლუბ “ლიგამუსის” მოთამაშეებმა სამივე ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს, თუმცა ჩემპიონის ტიტული 1991/1992 წლიანებში მოიპოვეს; ხოლო 1993/1994 და 1995/1996 წლიანები ვერცხლის პრიზიორობას დასჯერდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატზე თითოეულ ჯგუფში გამოავლინეს საუკეთესო წყალბურთელები სულ 5 ნომინაციაში: საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მცველი, საუკეთესო თავდამსხმელი, საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე.1991/1992 წლიანთა კატეგორიაში საუკეთესოს ტიტული მოიპოვა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წყალბურთელთა კლუბის მოთამაშემ რუსიშვილმა. სხვა ასაკობრივ კატეგორიებშიც საუკეთესოებად “ლიგამუსის” მოთამაშეები აღიარეს.გამარჯვებულები და პრიზიორები საქართველოს წყალსახეობათა სპორტის ფედერაციამ თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
[wpai_display_imported_files_here]

