ლევან ბერძენიშვილის სახელოსნო

“კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი” გაძლევთ შესაძლებლობას, დაესწროთ ლევან ბერძენიშვილის ლიტერატურის კურსს. შეხვედრებისას ყურადღება დაეთმობა ლიტერატურული ტექსტების სიღრმისეულ ანალიზს, ლიტერატურული პროცესებისა და ტენდენციების მიმოხილვას.

ლევან ბერძენიშვილის სახელოსნო – “მიახლოება ლიტერატურასთან: თორმეტი შეხვედრა – თორმეტი წიგნი”.

კურსის განმავლობაში ჩატარდება 12 ორსაათიანი შეხვედრა.

სალექციო მასალა:

 ჰომეროსის “ილიადა”;
 სერვანტესის “დონ კიხოტი”;
 იოჰან ვოლფგანგ გოეთეს “ფაუსტი”;
 სტენდალის (ანრი ბეილის) “წითელი და შავი”;
 ონორე დე ბალზაკის “მამა გორიო”;
 ჩარლზ დიკენსის “დევიდ კოპერფილდი”;
 ფიოდორ დოსტოევსკის “ძმები კარამაზოვები”;
 ლევ ტოლსტოის “ომი და მშვიდობა”;
 თომას მანის “ჯადოსნური მთა”;
 ჯეიმზ ჯოისის “ულისე”;
 ფრანც კაფკას “პროცესი”;
 უილიამ კატბერ ფოლკნერის “ხმაური და მძვინვარება”.

სალექციო მასალის წინასწარ წაკითხვა არ არის სავალდებულო.

კურსის ფარგლებში, მონაწილეები რჩეულ წიგნზე ნაშრომს დაწერენ, რომელზე ინსტრუქციასაც მოგვიანებით მიიღებენ.
ხანგრძლივობა: 24 საათი.
შეხვედრები ჩატარდება 7-დან 9 საათამდე.

იხილეთ ლევან ბერძენიშვილის ღია გაკვეთილი

ლევან ბერძენიშვილის სახელოსნოს მხარდამჭერია http://www.lit.ge საუკეთესო მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა იოტა რიდერი
ტრენინგის ღირებულება: 390 ლარი; 50 ლარი წინასწარი გადახდით (რეგისტრაციის საფასური). იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციას თქვენი სურვილით გააუქმებთ, რეგისტრაციის თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.

იმისათვის, რომ წარმატებით გაიაროთ რეგისტრაცია, აპლიკაციის შევსებიდან 5 დღის განმავლობაში უნდა დაფაროთ რეგისტრაციის საფასური – 50 ლარი, რომელიც გამოაკლდება ტრენინგის საერთო ღირებულებას. გთხოვთ, რეგისტრაციის საფასური გადაიხადოთ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

შპს “კავკასიის უნივერსიტეტი”
ბანკი რესპუბლიკა
ანგარიშის ნომერი: GE59BR0000003608015916
დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი, გვარი, “ლევან ბერძენიშვილის სახელოსნოს” რეგისტრაციის გადასახადი.

დამატებითი ფასდაკლება ვრცელდება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის!

კურსზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს!

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, 25 თებერვლამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
მისამართი: კოსტავას ქ. 77, თბილისი, 0175
ტელ: (+995 32) 2 377777 (216)
ელ-ფოსტა: trainingcenter@cu.edu.ge

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი