კოპანიის RSM ბიზნესის კონსულტანტის ვაკანსია

კომპანია „არესემ საქართველო სოლუშენსი“ აცხადებს  SAP Business One-ის ბიზნესკონსულტანტის  ვაკანსიას.

პოზიციის მოვალეობები

  • მონაწილეობა დამკვეთი ორგანიზაციის ბიზნესის საჭიროებების შესწავლისა და ანალიზის პროცესში;
  • დამკვეთის მოთხოვნებისა და პროგრამული გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა;
  • გადაწყვეტილებების კონსალტინგისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
  • დამკვეთი ორგანიზაციის საბოლოო მომხარებლების ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
  • გადაწყვეტილების რეალური ექსპლუატაციის გრძელვადიანი მხარდაჭერის გაწევაში მონაწილეობა.

განათლება

ბაკალავრის ხარისხი რომელიმე მოცემული სფეროდან: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • MS office-ის ფლობა –  Excel Advanced დონე;
  • ERP სისტემებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ფლობა – B2 დონე.

უნარები

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პროაქტიული;
  • პრობლემის სწრაფად იდენტიფიკაციის და პრიორიტეტიზაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • საბუღალტრო და ERP სისტემების უნარ-ჩვევები განიხილება უპირატესობად.

პოზიციის კარიერული ზრდის საფეხურები

მოსამზადებელი პერიოდი: სტაჟირება –- 1 თვე

  • ბიზნესკონსულტანტი
  • ბიზნესანალიტიკოსი
  • ექსპერტი-ბიზნესანალიტიკოსი

კომპანია გთავაზობთ

  • მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მრავალმხრივ პროექტებზე მუშაობის გამოცდილების შესაძლებლობას;
  • კვალიფიციურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო განაკვეთი

სრული (ორშაბათი – პარასკევი, 10:00-19:00)

შერჩევის ეტაპები

  • გასაუბრება
  • პრეზენტაციის წარდგენა

ანაზღაურება შეთანხმებით, აპლიკანტის კვალიფიკაციის შესაბამისად.

აპლიკაციის მიღება და CV/რეზიუმეს გაგზავნა ხორციელდება მხოლოდ ვებგვერდზე ონლაინშევსება/ატვირთვის გზით:

აპლიკაციის შევსების ონლაინფორმა „არესემ საქართველო სოლუშენსის“ ვებგვერდზე

სასურველია აპლიკაციის ბოლოს ატვირთოთ სამოტივაციო წერილი,  რომელშიც  ასევე წარმოადგენთ,, თუ რომელ ინდუსტრიებში გაქვთ ERP სისტემების დანერგვის გამოცდილება.

„არესემ საქართველო სოლუშენსი“ („არესემ საქართველოს“ შვილობილი კომპანია) მსოფლიოში სიდიდით მეექვსე საერთაშორისო აუდიტორული, საგადასახადო და კონსალტინგური ფირმების წევრია. ის ახორციელებს მსოფლიო დონის პროგრამული უზრუნველყოფის კონსალტინგსა და იმპლემენტაციას დამკვეთ ორგანიზაციებში.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი