საკონსულტაციო კომპანია Savvy ეძებს IFRS მიმართულების კონსულტანტს:
მოვალეობები:
კლიენტთან ვიზიტი და ინტერვიუს ჩატარება კომპანიის ფინანსური აღრიცხვიანობის დიაგნოსტიკის მიზნით;
კლიენტის საბუღალტრო აღრიცხვის დეტალური შესწავლა და ანალიზი;
კლიენტის საბუღალტრო ჩანაწერების IFRS-ის მიხედვით კორექტირებისათვის ფინანსური ანგარიშგების ცალკეულ მუხლებზე შესაბამისი პროცედურების ჩატარება;
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის მომზადება;
კლიენტთან საბოლოო ვიზიტი, შესრულებული სამუშაოს დეტალური გაცნობა და კითხვებზე ამომწურავი პასუხების მიწოდება.
კომპანია გთავაზობთ:
კონკურენტულ ანაზღაურებას და სხვა დამატებით ბენეფიტებს;
საინტერესო და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;
მუდმივი პროფესიული განვითარების პროგრამის დაფინანსებას (ACCA, PMP, CFA);
მუშაობის ხარისხის თანამედროვე შეფასების სისტემას, რომლის მიხედვითაც კანდიდატს ექნება სწრაფი კარიერული განვითარებისა და მისი მუშაობის ხარისხის მუდმივი, ობიექტური შეფასების შესაძლებლობა.
მოთხოვნები:
განათლება ფინანსების მიმართულებით;
ACCA-ს F1, F2, F3 და F7 დონეების ფლობა ჩაგეთვლება უპირატესობად;
Microsoft Office (Excel, Word, Powerpoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება IFRS მიმართულებით;
ინგლისური ენა მაღალ დონეზე.
აპლიკაციის შესავსებად გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://bit.ly/31KbixE ან გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ი-მეილზე: info@savvy.ge (Subject: Associate in IFRS Division).
SavvY არის ქართული ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, რომლის მიზანია ახალი, ინოვაციური და თანამედროვე მეთოდებით შეცვალოს ბიზნესკლიმატი საქართველოში.
[wpai_display_imported_files_here]


