კომპანიის IPM პროექტის კოორდინატორის ვაკანსია

IPM Market Intelligence Caucasus  მარკეტინგული კვლევების საერთაშორისო პროვაიდერია, რომელიც ქართულ ბაზარზე  1995 წლიდან ოპერირებს. 

აი პი ემ კვლევები აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კვლევებთან დაკავშირებით კლიენტთან კონსულტაციებში მონაწილეობა, კლიენტისაგან კვლევის მოთხოვნის დოკუმენტის, აგრეთვე კონტრაქტის და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის მიღების უზრუნველყოფა;

  • კვლევის ინსტრუმენტის (კითხვარის, საკონტაქტო ფურცლის, შერჩევის და ა.შ.) ფორმირება და გატესტვა;

  • ინტერვიუერთა ტრენინგი;

  • კვლევის წარმოების პროცესების კოორდინაცია, ვადებისადმი შესაბამისობის კონტროლი;

  • ტექნიკური ანგარიშის, პრეზენტაციის მომზადება;

  • რაოდენობრივ და თვისობრივ კვლევებში სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობა;

  • კომპანიის პროდუქტებისა და მეთოდიკების სრულყოფილად შესწავლა;

  • საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების მუდმივი სრულყოფა და განვითარება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის მიმართულებით, მაღალი მოსწრების ქულები (GPA);

  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;

  •  MS Office კარგი ცოდნა და პრეზენტაციების მომზადებაზე მუშაობის გამოცდილება;

  • ბიუჯეტირება, შემოსავლებისა და დანახარჯების ანალიზი;

  • სოციალური და მარკეტინგული კვლევების არსის ცოდნა;

  • გამართულად საუბარი ინგლისურ ენაზე (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად)

აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • ბიზნესის განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;

  • კომუნიკაციის უნარი;

  • ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე 2019 წლის 15 აგვისტომდე.

რეზიუმეს გაგზავნისთვის იხილეთ ვებგვერდი, კარიერის განყოფილება http://bit.ly/2UQ3w0t 

რეზიუმეს გაგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი