შპს „ტელეიმედი” აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო პოლიტიკურ ქვედანაყოფში, ბიზნესრედაქციის პროდიუსერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- საქართველოსა და უცხოეთში, ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების ცოდნა და ანალიზი;
- აქტუალური თემების მოძიება/დამუშავება (სარედაქციო ჯგუფთან ერთად);
- გადაცემის სცენარის შედგენა/დაგეგმვა და აქტივობების გადანაწილება ჯგუფის წევრებს შორის;
- გადაცემისთვის რესპონდენტების შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პიროვნული თვისებები:
- უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის, ეკონომიკურ, ფინანსების ან/და მსგავს მეცნიერებებში;
- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ცოდნა;
- სასურველია მსგავს გადაცემაზე მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება;
- მოვლენების ანალიზის უნარი;
- MS Office ცოდნა – მომხმარებლის დონეზე;
- ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პრეზენტაბელურობა;
- შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელმისამართზე: hr@imedi.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 2019 წლის 17 ივნისი
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
[wpai_display_imported_files_here]


