კომპანია „ტელეიმედის“ ბიზნესის რედაქციის პროდიუსერის ვაკანსია

შპს „ტელეიმედი” აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო პოლიტიკურ ქვედანაყოფში, ბიზნესრედაქციის პროდიუსერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • საქართველოსა და უცხოეთში, ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების ცოდნა და ანალიზი;
  • აქტუალური თემების მოძიება/დამუშავება (სარედაქციო ჯგუფთან ერთად);
  • გადაცემის სცენარის შედგენა/დაგეგმვა და აქტივობების გადანაწილება ჯგუფის წევრებს შორის;
  • გადაცემისთვის რესპონდენტების შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პიროვნული თვისებები:

  • უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის, ეკონომიკურ, ფინანსების ან/და მსგავს მეცნიერებებში;
  • ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს გადაცემაზე მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება;
  • მოვლენების ანალიზის უნარი;
  • MS Office ცოდნა – მომხმარებლის დონეზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრეზენტაბელურობა;
  • შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV)  ელმისამართზე: hr@imedi.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 2019 წლის 17 ივნისი

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი