ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლა აცხადებს მიღებას ინტენსიურ მოკლე სასწავლო კურსზე „ჯანდაცვის პოლიტიკა და პრაქტიკა: მტკიცებულებებისა და გადაწყვეტილების დაკავშირება“.
კურსი აგებულია სტრუქტურირებულ “Policy Spine”-ზე, ეტაპობრივ პრაქტიკულ ჩარჩოზე, რომელიც მონაწილეებს სისტემურად აჩვენებს პროცესს პრობლემის განსაზღვრიდან დასაბუთებული რეკომენდაციის ჩამოყალიბებამდე. ეს კურსი მოიცავს დაინტერესებული მხარეების ანალიზს, მტკიცებულებების კრიტიკულ შეფასებას, პოლიტიკის ალტერნატივების შედარებას. მონაწილეები ორდღე-ნახევრის განმავლობაში მცირე ჯგუფებად იმუშავებენ რეგიონული პოლიტიკის რეალურ საკითხზე, პრაქტიკულად დაამუშავებენ თითოეულ ეტაპს და კურსის დასასრულს რეკომენდაციებს წარუდგენენ სიმულირებული სამინისტროს პანელის წარმომადგენლებს.
კურსი აერთიანებს გამოცდილ ქართველ პროფესიონალებს, მათ შორის ყოფილ მინისტრებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), მსოფლიო ბანკის, USAID-ისა და გლობალური ფონდის მრჩევლებს, ასევე მოწვეულ საერთაშორისო ლექტორებს. შედეგად იქმნება უნიკალური გარემო, რომელშიც ჯანდაცვის პრაქტიკული პოლიტიკის გამოცდილება ერწყმის საერთაშორისო ხედვებს. კურსი ერთდროულად არის როგორც ინტენსიური სწავლის პლატფორმა, ისე თანამშრომლობის სივრცე ადრეული კარიერის მკვლევრებისთვის, პრაქტიკოსებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის პროფესიონალებისთვის.
ჯანდაცვის პოლიტიკისა და პრაქტიკის მოკლე კურსი 2026
- თარიღები: 18–20 ივლისი, 2026 (ორდღე-ნახევარი)
- ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
- სამუშაო ენა: ინგლისური (თარგმანი არ არის გათვალისწინებული)
- საკონტაქტო საათები: 16 საათი სტრუქტურირებული სწავლება და პრაქტიკული ჯგუფური მუშაობა
ვის შეუძლია მონაწილეობა?
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მედიცინის, ეკონომიკისა და მონათესავე სფეროების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებს, რომლებიც მუშაობენ სამინისტროებში, სააგენტოებში, არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციებში;
- საზოგადოებრივი ჯანდაცვითა და ჯანდაცვის პოლიტიკით დაინტერესებული უნივერსიტეტის პედაგოგებს, ლექტორებსა და მკვლევრებს.
კურსის მნიშვნელობა
- კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და CAREC (Central Asia Regional Economic Cooperation Program) ჯანდაცვის პროგრამის ერთობლივ სერტიფიკატს;
- შეიძენთ ცოდნას პრაქტიკული და ადაპტირებადი ჩარჩოს შესახებ “Policy Spine”, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია რეალური პოლიტიკური პრობლემებისა და საკითხების გადასაჭრელად;
- პრაქტიკული სწავლება დაგეხმარებათ დაინტერესებული მხარეების განსაზღვრაში, პოლიტიკის ვარიანტების შექმნაში, მტკიცებულებების შეფასებასა და განხორციელების ანალიზში;
- გექნებათ უშუალო კონტაქტი ქართველ პროფესიონალებთან, პოლიტიკის შემქმნელებსა და საერთაშორისო ლექტორებთან;
- სიმულირებულ პანელზე “Mock Ministry Panel” მიიღებთ სტრუქტურირებულ შეფასებას თქვენ მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტზე.
მონაწილეთა რაოდენობა
- განსაზღვრულია სულ 25 მონაწილე, რომლებიც გადანაწილდებიან მცირე ჯგუფებში:
- 2–3 სამუშაო ჯგუფი, თითოეულში მაქსიმუმ 8 მონაწილე
- თითოეული ჯგუფი კურსის განმავლობაში იმუშავებს რეგიონული ჯანდაცვის პოლიტიკის რეალურ საკითხზე
განაცხადის წარდგენა
აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა. განაცხადები განიხილება ეტაპობრივად; რეკომენდებულია ადრე გაგზავნა, რადგან ადგილები შეზღუდულია.
შეავსეთ განაცხადის ფორმა და გაგზავნეთ ელ-ფოსტით მისამართზე nino.mirzikashvili@iliauni.edu.ge სათაურით:
„განაცხადი: Health Policy and Practice — Ilia State University Summer Institute 2026.“
- განაცხადის ბოლო ვადა: 2 ივლისი, 2026
- განაცხადის ბმული:
- ელფოსტა: nino.mirzikashvili@iliauni.edu.ge
საფასური და გადახდა
- კურსის საფასური: 900 აშშ დოლარი
- გადახდის გრაფიკი: გადახდა განაცხადის დამტკიცებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 7 ივლისისა, 2026
- გადახდის ინსტრუქცია: გადახდა უნდა განხორციელდეს მითითებულ საბანკო ანგარიშზე. იხილეთ სრული საბანკო რეკვიზიტები და გადარიცხვის ინსტრუქციები, მათ შორის აუცილებელი გადახდის დანიშნულების მითითება https://iliauni.edu.ge/uploads/other/91/91744.pdf
დამატებითი შესაძლებლობა – GIFT საზაფხულო ბუთქემპი
მონაწილე სტუდენტებს ექნებათ საშუალება დაესწრონ Georgian Implementation Science Fogarty Training (GIFT) Program-ის საზაფხულო ბუთქემპს.
- თარიღები: 21–24 ივლისი, 2026
- ღირებულება: უფასო
- სერტიფიკატი: ცალკე GIFT სერტიფიკატი გაიცემა იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც განაცხადში მონიშნავენ მონაწილეობას.
- დამატებითი ინფორმაცია: http://gift.iliauni.edu.ge/
სასწავლო მასალები
________________________________________________________________________________________________
კურსის ხელმძღვანელობა
- კურსის დამფუძნებელი: გიორგი გოცაძე, MD, PhD – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- კურსის თანახელმძღვანელები:
- ვერიკო მირცხულავა, MD, MPH, PhD – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- ნინო მირზიკაშვილი, MD, MSc, PhD – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
2026