ISI Web of Knowledge

17 და 18 ივნისს 17:00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში (ჭავჭავაძის გამზირი 32), 101-ე აუდიტორიაში კომპანია THOMSON REUTERS-ის წარმომადგენელმა გიიომ რივალმა ჩაატარა სემინარი „ISI Web of Knowledge”.

THOMSON REUTERS-ის სემინარი „ISI Web of Knowledge”

17 და 18 ივნისს 17:00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში (ჭავჭავაძის გამზირი 32), 101-ე აუდიტორიაში კომპანია THOMSON REUTERS-ის წარმომადგენელმა გიიომ რივალმა ჩაატარა სემინარი „ISI Web of Knowledge”.

გიიომ რივალის პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://iliaunilibrary.blogspot.com/2009/06/isi-web-of-knowledge.html

სემინარი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

•კონკრეტული სფეროს საინტერესო და მნიშვნელოვანი პუბლიკაციების მოძიება შეტყობინების მიღება
•ახალი პუბლიკაციის გამოქვეყნების ან ციტირების შემთხვევაში პუბლიკაციების ძიების გაფართოვება
•ათასობით პუბლიკაციის ანალიზისა და ღირებული ინფორმაციის გამოყენების ტექნოლოგიური შესაძლებლობები
•სფეროს მნიშვნელოვანი ჟურნალების მოძიება – მნიშვნელოვანი ფაქტორები, ახალი ინდიკატორები
•პირად ელექტრონულ ანგარიშზე (ელფოსტაზე) ათასობით პუბლიკაციის შენახვა, მართვა, გაზიარება
•საკუთარი ნაშრომისა და პუბლიკაციის წარდგენა მსოფლიო მეცნიერული საზოგადოებისთვის, საჯარო გვერდის საშუალებით
•თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვა მკვლევარებთან ინტერნეტ კავშირების დამყარების გზით.

სემინარი წარიმართა ინგლისურად, სინქრონული თარგმანით. სემინარს ესწრებოდნენ წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი