2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გარე მობილობის ფარგლებში სწავლის გაგრძელების მსურველ პირთათვის ინგლისური ენის ტესტირების ჩატარების შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
- სამაგისტრო პროგრამებზე „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება“ და „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ ინგლისური ენის B2 კომპეტენციის დასადგენად, ტესტირება ჩატარდება 2026 წლის 15 სექტემბერს, 12:00 საათზე. ტესტირების ჩატარების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- ინგლისური ენის ტესტირებაზე მიღებული პირველადი შეფასებები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით არაუგვიანეს 2026 წლის 16 სექტემბრის 12:00 საათისა;
- ინგლისური ენის ტესტირების პირველად შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება იწარმოებს 2026 წლის 16 სექტემბრის 12:00 საათიდან 2026 წლის 17 სექტემბრის 12:00 საათამდე შემდეგ ელფოსტაზე: graduateschool@iliauni.edu.ge;
- ინგლისური ენის ტესტირების საბოლოო შედეგები, საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ, აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით არაუგვიანეს 2026 წლის 17 სექტემბრის 20:00 საათისა;
- აღნიშნულ პროგრამებზე გარე მობილობის ფარგლებში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც ინგლისური ენის B2 კომპეტენციის დასადგენ ტესტირებაში გადალახავენ დადგენილ მინიმალურ ზღვარს;
- ინგლისური ენის B2 კომპეტენციის დასადგენი ტესტირებისგან თავისუფლდებიან აპლიკანტები, რომლებსაც დასრულებული აქვთ ინგლისურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში ან საზღვარგარეთ, ან ფლობენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელ მოქმედ საერთაშორისო სერტიფიკატს. შესაბამისი გარემოება უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციით.
გაეცანით სამაგისტრო პროგრამების ინგლისური ენის ტესტის ნიმუშებს:

