გარე მობილობა – შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები, ვადები და პირობები

სტუდენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2026 წლის 11, 14 და 15 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი – H105 აუდიტორია, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 (შესასვლელი ეზოდან)
  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – E207 აუდიტორია, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – A305 აუდიტორია, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
  • სამართლის სკოლა – A407 აუდიტორია, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის/სკოლის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება და იმ პროგრამის სახელწოდება/მიმართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც სურს ჩარიცხვა.

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი 

განცხადებას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

  • ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);
  • ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2026 წლის 20 აგვისტოს შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
  • სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ ბრძანებას.

 

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი