„ენჯითი ჯგუფი“ აცხადებს სტაჟირებას პროექტების მართვის ჯგუფში.
განკუთვნილია ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების III- IV კურსის სტუდენტებისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პროგრამის შესწავლა;
სამედიცინო დადგენილებებსა და სამედიცინო დაწესებულების ბიზნესპროცესში გარკვევა;
პროექტის დანერგვაში მონაწილეობა;
დეველოპერების მიერ შესრულებული სამუშაოების ტესტირება.
კომპანია გთავაზობთ:
ანაზღურებად სტაჟირებას პროექტების მართვის ჯგუფში და დასაქმების პერსპექტივას;
რეალურ სამუშაო პროცესში მონაწილეობას;
ახალი ტექნოლოგიების გაცნობასა და ახალ გამოწვევებს;
მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ, გაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@next-gt.com და სათაურის ველში მიუთითოთ „Internship”.
რეზიუმეების განხილვის შემდეგ დაუკავშირდებიან მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 26 მაისი, 2019 წელი
„ენ ჯი თი ჯგუფი” წარმოადგენს 10-წლიანი გამოცდილების მქონე და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად აითი ინტეგრატორ კომპანიას. კომპანიის დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორიდან. კომპანია წარმოადგენს საქართველოში 30-მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში.
[wpai_display_imported_files_here]


