„ენჯითი ჯგუფი“ პროექტების მართვის სტაჟირების პროგრამა

„ენჯითი ჯგუფი“ აცხადებს სტაჟირებას პროექტების მართვის ჯგუფში.

განკუთვნილია ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების III- IV კურსის სტუდენტებისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროგრამის შესწავლა;

  • სამედიცინო დადგენილებებსა და სამედიცინო დაწესებულების ბიზნესპროცესში გარკვევა;    

  • პროექტის დანერგვაში მონაწილეობა;

  • დეველოპერების მიერ შესრულებული სამუშაოების ტესტირება.

კომპანია გთავაზობთ:

  • ანაზღურებად სტაჟირებას პროექტების მართვის ჯგუფში და დასაქმების პერსპექტივას;

  • რეალურ სამუშაო პროცესში მონაწილეობას;

  • ახალი ტექნოლოგიების გაცნობასა და ახალ გამოწვევებს;

  • მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ, გაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@next-gt.com და სათაურის ველში მიუთითოთ „Internship”.  

რეზიუმეების განხილვის შემდეგ დაუკავშირდებიან მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 26 მაისი, 2019 წელი

„ენ ჯი თი ჯგუფი” წარმოადგენს 10-წლიანი გამოცდილების მქონე და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად აითი ინტეგრატორ კომპანიას. კომპანიის დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორიდან. კომპანია წარმოადგენს საქართველოში 30-მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი