დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტაჟიორს პროგრამირების მიმართულებით, რომელიც დაეხმარება IT გუნდს მიმდინარე პროექტებში. გთავაზობთ, რეალურ გარემოში განავითაროთ პროგრამული უნარები და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება.
პოზიცია: IT სპეციალისტის სტაჟირება
დეპარტამენტი: IT დეპარტამენტი
ტიპი: სტაჟირება ნახევარი განაკვეთი
ძირითადი ფუნქციები:
- მცირე სკრიპტების/პროგრამების წერა და მოდიფიცირება (Python);
- ინსტიტუტის შიდა სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა;
- საჭიროების შემთხვევაში, არსებული კოდის ანალიზი და გაუმჯობესება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბაზისო ცოდნა Python-ში;
- Linux სისტემების (Ubuntu) საბაზისო ცოდნა;
- ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვისა და დავალებების პრიორიტეტების მიხედვით შესრულების უნარი.
მდებარეობა: შ. ნუცუბიძის ქ. N77 (დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი)
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე (ანაზღაურებადი)
პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2026 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ მისამართზე: ies.info@iliauni.edu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „IT სპეციალისტის სტაჟირება“.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ კონკურსის პირველ ეტაპზე (წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით) შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.
2026

