კორეის სასტიპენდიო პროგრამა 2017-2018 სასწავლო წლისთვის

კორეის ევჰას ქალთა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებათა სკოლა (Ewha GSIS) აცხადებს მიღებას 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და კორეისტიკის მიმართულებით. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 ოქტომბერი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://gsis.ewha.ac.kr/ [wpai_display_imported_files_here]
იაპონიის სასტიპენდიო პროგრამა 2017/2018 სასწავლო წლისთვის

იაპონიის პოლიტიკურ მეცნიერებათა კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (National Graduate Institute for Policy Studies – GRIPS) აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე: „GRIPS-ის გლობალური მართვის პროგრამა (G-Cube)“. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 2 ნოემბერი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.grips.ac.jp/en/ [wpai_display_imported_files_here]
პარიზის პასტერის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა 2018-2019 სასწავლო წლისთვის

პარიზის პასტერის უნივერსიტეტი 2018-2019 შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამაზე გამოყენებით მეცნიერებასა და ბიომედიცინაში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ ან მიენიჭებათ მაგისტრის (ან ეკვივალენტური) ხარისხი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში არაფრანგული უნივერსიტეტისგან. კონკურსში მონაწილეობისათვის სტუდენტი უნდა დაუკავშირდეს შესაბამის ლაბორატორიას. ლაბორატორიებთან დაკავშირების ბოლო ვადაა 2 ნოემბერი, 2017 წ. კონკურსისათვის საჭირო საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა […]
კორეის განვითარების ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა 2017-2018 სასწავლო წლისთვის

კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა (KDI School of Public Policy and Management) აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის. პროგრამაში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი საბუთები. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 25 ოქტომბერი. პროგრამაში გამარჯვების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: […]
შვეიცარიის მთავრობის კვლევითი სტიპენდიები

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს კონკურსს 2018-2019 წლისთვის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურზე. ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: https://www.sbfi.admin.ch გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდოთ ქვემოთ მითითებული ინფორმაცია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე: რა სახის სტიპენდია გსურთ სამოტივაციო წერილი აქტუალური და სრული რეზიუმე (დაბადების თარიღის მითითებით) საკონტაქტო ელფოსტის მისამართი: tif.vertretung@eda.admin.ch ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების შემდეგ საელჩო […]
სტაჟირება საგარეო ურთიერთობების სამსახურში

საგარეო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 3-თვიანი არაანაზღაურებადი სტაჟირებისთვის შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. სტაჟირების პროგრამა საშუალებას აძლევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ჩაერთონ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, მონაწილეობა მიიღონ გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებაში, გაიუმჯობესონ ღონისძიებების მენეჯმენტის, გუნდური მუშაობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე; ინტერკულტურულ გარემოში […]
ქუვეითის სასტიპენდიო პროგრამა 2017-2018 სასწავლო წლისთვის

ქუვეითის უნივერსიტეტის ენების ცენტრმა არაბული ენის შესასწავლად ქართველი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2017–2018 სასწავლო წლისთვის გამოყო სტიპენდიები. კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი: რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე); პასპორტის ასლი; ნოტარიულად დამოწმებული ატესტატი; ცნობა სასწავლებლიდან – ინგლისურ ენაზე; ნიშნების ფურცელი – (GPA -ინდექსი); CV ინგლისურ და არაბულ ენებზე. აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. საბუთების […]
სამეცნიერო ნაშრომების მიღება ირანისტიკისა და ისლამოლოგიის მიმართულებით

ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კველევებისა და ტექნოლოგიების სამინისტროსა და იუნესკოს მხარდაჭერით, „ფარაბის მე-9 საერთაშორისო ფესტივალმა“ დაიწყო არაირანელ მეცნიერ-მკლევართა სამეცნიერო ნაშრომების მიღება ირანისტიკისა და ისლამოლოგიის მიმართულებით. ღონისძიების მიზანია, ამ განხრით შექმნილი ნაშრომებისა და წიგნების პოპულარიზაცია და ამ სფეროსთვის გაცნობა. დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი მონაცემები (CV) უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელმისამართზე: international@farabiaward.ir არაუგვიანეს მიმდინარე წლის 25 ივლისისა. პირად მონაცემებთან […]
პროფესორ ოლივიე დუვილის საჯარო ლექციათა ციკლი

26-27 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პარიზის დენი დიდროს უნივერსიტეტის დეპარტამენტის „კვლევები ფსიქოანალიზში“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილების თანამშრომლობის ფარგლებში, ერაზმუს მობილობის პროგრამის დახმარებით, დიდროს უნივერსიტეტის პროფესორი ოლივიე დუვილი წაიკითხავს საჯარო ლექციათა ციკლს. სალექციო კურსის თემატიკა: სარკის სტადია ჟაკ ლაკანთან და მისი აქტუალობა დღეს იდეალის ძალადობა მოზარდობის ასაკში – ზოგიერთი შენიშვნა რადიკალიზაციასა და ომზე ტრავმატიზმი, ტრავმატიზმის […]
„ახალგაზრდული შეჯიბრი ესეებში“ (Youth Essay Prize Competition)

ვაცხადებთ კონკურსს „ახალგაზრდული შეჯიბრი ესეებში“ (Youth Essay Prize Competition), რომელიც გაიმართება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის 30-წლამდე მოქალაქეებს. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ესე ინგლისურ ენაზე (მოცულობა 3000 სიტყვამდე). ესეების თემატიკა უნდა უკავშირდებოდეს კონკურსის მონაწილის ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს. წარმოდგენილი […]
