უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები 2018-2019

უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის “Stipendium Hungaricum” ფარგლებში ცხადდება მიღება 2018-2019 სასწავლო წლისათვის შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა, სახელოვნებო მიმართულება. პროგრამა უზრუნველყოფს როგორც სასწავლო, ისე საცხოვრებელი და სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურებას. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმულები: http://studyinhungary.hu/study-in-hungary http://iec.gov.ge/4312 განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 თებერვალი. [wpai_display_imported_files_here]
ლატვიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2018-2019

ლატვიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა აცხადებს მიღებას 2018-2019 სასწავლო წლისათვის სამივე აკადემიური საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. სტიპენდიის ოდენობა ბაკალავრებისა და მაგისტრანდებისათვის შეადგენს 500 ევროს, დოქტორანტებისთვის – 670, ხოლო მკვლევრებისთვის – 300 ევროს. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.viaa.gov.lv/scholarships. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 აპრილი [wpai_display_imported_files_here]
რიგის სამართლის უმაღლესი სკოლის სტიპენდია მოკლევადიანი პროფესიული პროგრამებისათვის

რიგის სამართლის უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამებზე ევროპული სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით. 12-კვირიანი პროგრამა განკუთვნილია საჯარო ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისათვის. პროგრამის დასაწყისი: 2018 წლის 2 აპრილი. განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 31 იანვარი. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://lnkd.in/drmYtSr [wpai_display_imported_files_here]
ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭოს სასტიპენდიო პროგრამა 2018-2019 აკადემიური წლისათვის

ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭო აცხადებს კონკურსს საქართველოს მოქალაქეთათვის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე სტიპენდიის მისაღებად. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 12 თებერვალი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.a2ascholarships.iccr.gov.in/ [wpai_display_imported_files_here]
ალეკსანტერის ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა 2017-2018 აკადემიური წლისათვის

ჰელსინკის უნივერსიტეტთან არსებული კვლევითი ცენტრი Aleksanderi Institute აცხადებს მიღებას სასტიპენდიო პროგრამებზე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისათვის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მიმართულებით. პროგრამა ითვალისწინებს 2017-2018 აკადემიური წლისათვის ერთიდან სამ თვემდე დაფინანსებულ საკვლევ ვიზიტებს. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 18 თებერვალი. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.helsinki.fi/aleksanteri/english/fellowship/index.html [wpai_display_imported_files_here]
იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა 2018-2019 აკადემიური წლისათვის

იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2018-2019 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე ეკონომიკისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2018 წლის 28 თებერვალი დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://pepp.hass.tsukuba.ac.jp/admission/ [wpai_display_imported_files_here]
სლოვენიის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა 2018-2019 აკადემიური წლისათვის

სლოვენიის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებს 2018-2019 აკადემიური სასწავლო წლისათვის სთავაზობს სტიპენდიას ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამისათვის. სტიპენდია ფარავს სწავლის ხარჯს წელიწადში მაქსიმუმ 5000 ევროს, ხოლო საცხოვრებელ და ყოველდღიურ ხარჯებს – თვეში 700 ევროს ოდენობით. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2018 წლის 30 მაისი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.sklad-kadri.si/en/calls-for-applications ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს ელფოსტაზე: rjobava@mes.gov.ge [wpai_display_imported_files_here]
მარი კიურის ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა 2018-2019 აკადემიური წლისათვის

პარიზის მარი კიურის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას 2018-2019 წლისათვის სადოქტორო პროგრამებზე ბიოლოგიის, ქიმიის, გენეტიკისა და სიმსივნის კვლევების მიმართულებით. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2018 წლის 18 იანვარი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://enseignement.curie.fr/en/ic3iphd ან დაუკავშირდით კიურის ინსტიტუტის სადოქტორო პროგრამის კოორდინატორს ელ.ფოსტაზე: Ic3iphd@curie.fr [wpai_display_imported_files_here]
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა 2018-2019 აკადემიური წლისთვის

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2018-2019 აკადემიური წლისთვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ისტორიის განხრით. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2018 წლის 1 ივნისი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://history.ceu.edu/howtoapply. ან დაუკავშირდით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორებს ელფოსტაზე: history@ceu.edu ან rimkute_agne@phd.ceu.edu [wpai_display_imported_files_here]
პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის (CERGE-EI) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ეკონომიკისა და გამოყენებითი ეკონომიკის მიმართულებით. საბუთების გაგზავნის ბოლო ვადა: დოქტორანტებისათვის 2017 წლის 31 მარტი, ხოლო მაგისტრებისათვის 2017 წლის 30 ნოემბერი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.cerge-ei.cz ამასთან ინსტიტუტი იწვევს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს კონკურსში New Economic Talent 2018 მონაწილეობის მისაღებად. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 28 […]
