თურქეთის სამთავრობო სტიპენდიები

თურქეთის სტიპენდიები საქართველოში მცხოვრებ თურქეთში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ სტიპენდიები საბაკალავრო და სამაგისტრო/რეზიდენტურის პროგრამებზე. განაცხადის წარსადგენად კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ მისამართზე: www.turkyeburslari.gov.tr განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა ბაკალავრებისთვის არის 2018 წლის 14 მაისი, ხოლო – მაგისტრანტებისათვის 2018 წლის 5 მარტი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.turkiyeburslari.gov.tr/ [wpai_display_imported_files_here]

ონასისის სახელმწიფო ფონდის სტიპენდიები​ 2018/2019 სასწავლო წლისთვის

საბერძნეთის ალექსანდრე ს. ონასისის სახელმწიფო ფონდი აცხადებს 24-ე ყოველწლიურ პროგრამას კვლევითი გრანტებისა და სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებს, პოსტდოქტორანტებს, ასოცირებულ პროფესორებსა და უნივერსიტეტის ლექტორებს. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 28 თებერვალი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.onassis.org/en/scholarships-foreigners.php [wpai_display_imported_files_here]

საინფორმაციო შეხვედრა Rustaveli-DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

28 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომადგენელი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას Rustaveli-DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისათვის: ა) ახალგაზრდა მეცნიერებისათვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია […]

დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები

დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებისა და რეკონსტრუქციის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამაზე 2018-2019 აკადემიური წლისათვის. სტიპენდიები განკუთვნილია მაგისტრის ხარისხის მქონე მკვლევართათვის, რომლებიც მუშაობენ შემდეგ თემებზე: არაფორმალურობა, არაფორმალური ან ჩრდილოვანი ეკონომიკა ყოფილ საბჭოთა კავშირის რეგიონში. სტიპენდიის საერთო ოდენობა მაქსიმუმ 4 წლისათვის შეადგენს 21 000-26 000 EUR-ს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 22 მარტი. დამატებითი ინფორმაციისათვის […]

ხაზარის უნივერსიტეტის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა

ხაზარის უნივერსიტეტის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ცხადდება მიღება ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე 2018-2019 სასწავლო წლისათვის. სტიპენდიების მიღება შესაძლებელია შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე: ინჟინერია და გამოყენებითი მეცნიერებები, ეკონომიკა და მენეჯმენტი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, განათლების ადმინისტრირება. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აპრილი, 17:00 (AZT) დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.khazar.org/en/menus/497/khazar   [wpai_display_imported_files_here]

ჩინეთის სამთავრობო და ჩინეთი-UNESCO-ს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები

ჩინეთისა და UNESCO-ს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამისა და ჩინეთის სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ცხადდება მიღება 2018-2019 სასწავლო წლისათვის სხვადასხვა აკადემიური საფეხურის სტუდენტებისათვის. განაცხადებები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 9 მარტი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმულები: ჩინეთი/UNESCO-ს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა: ჩინეთის სამთავრობო სტიპენდია [wpai_display_imported_files_here]

გაცვლითი პროგრამები პოლონეთში – შეხვედრა სილეზიის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

26 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ილიაუნის პარტნიორი უნივერსიტეტის – სილეზიის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომელი ჩაატარებს პრეზენტაციას, რომელიც დაეთმობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სილეზიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის დეტალების განხილვას. შეხვედრის მთავარი თემები იქნება გაცვლითი პროგრამები ილიაუნის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში (მათ შორის პროგრამა Erasmus+) […]

AHDA-ს სასტიპენდიო პროგრამა

ალიანსი ისტორიული დიალოგისა და ანგარიშვალდებულებისათვის (Alliance for Historical Dialogue and Accountability) აცხადებს მიღებას კოლუმბიის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი) ისტორიული დიალოგის თემატიკაზე მომუშავე სტუდენტების, მკვლევრების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის, ხელოვანებისა დაპოლიტიკის მწარმოებელთათვის. პროგრამის ხანგრძლივობა ერთი სემესტრია და მოიცავს აგვისტო-დეკემბრის პერიოდს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2018 წლის 15 თებერვალი, 11:59 დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.humanrightscolumbia.org/ahda/ [wpai_display_imported_files_here]

ინდონეზიის რესპუბლიკის სტიპენდიები

ინდონეზიის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს მიღებას  ინდონეზიურ უნივერსიტეტებში. დაინტერესებულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ ერთწლიანი სტიპენდია ინდონეზიური ენის, ხელოვნებისა და კულტურის შესასწავლად. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2018 წლის 18 თებერვალი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://darmasiswa.kemdikbud.go.id/ [wpai_display_imported_files_here]

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში მობილობა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი) მობილობისთვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2018 (23:59 CET) დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე მიმდინარე კონკურსები სტუდენტებისთვის დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს. ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge ტელ.: (995 322) 220009 – 367 (ext) q. ჩოლოყაშვილის […]