Debating Security Plus – ონლაინსადებატო პლატფორმა

ორგანიზაცია „Friends of Europe” 2-დღიანი უნივერსალური საერთაშორისო სადებატო პლატფორმა „Debating Security Plus”-ისთვის ეძებს ახალგაზრდა მოდერატორებს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა მოდერატორები დღეში 3 საათის განმავლობაში წარმართავენ დისკუსიებს და დაეხმარებიან უფროს მოდერატორებს ახალი და საინტერესო იდეების იდენტიფიცირებაში.  პროექტისათვის განაცხადის წარდგენა შეუძლიათ იმ ახალგაზრდა მკვლევრებს, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც სპეციალიზებულები არიან შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო ურთიერთობები; კიბერერაში ჰიბრიდულ […]

BSEC-ის ესეების კონკურსი

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელთან პარტნიორობით აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე:„შავი ზღვის რეგიონის სამომავლო ხედვა და პერსპექტივები“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის 30-წლამდე სტუდენტებს. საკონკურსო ესეს წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 მაისი დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:  http://www.bsun.org/index.php?task=events&id=153 [wpai_display_imported_files_here]

ბალტიის ფილმისა და მედიის სკოლის სტიპენდიები

ტალინის უნივერსიტეტის ბალტიის ფილმისა და მედიის სკოლა ქართველი სტუდენტებისათვის 2018/2019 აკადემიური წლისათვის გამოჰყოფს სტიპენდიას კომუნიკაციის მენეჯმენტის 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.tlu.ee/en/Baltic-Film-Media-Arts-and-Communication-School/Communication-Management ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორებს მისამართზე: admissions@tlu.ee kea.kiviraijuja@tlu.ee [wpai_display_imported_files_here]

Visby-ს სასტიპენდიო პროგრამა

შვედეთის ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა Visby აცხადებს კონკურსს ორ სემესტრამდე გაცვლით პროგრამებზე 2018-2019 აკადემიური წლისათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებსა და მკვლევრებს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 2 მაისი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-exchange-students/ [wpai_display_imported_files_here]

ესტონეთის სამთავრობო სტიპენდიები

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტალინის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სრულ სამაგისტრო პროგრამებზე განათლების ინოვაციებისა და ადმინისტრირების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია როგორც ორი წლის განმავლობაში სწავლის საფასური (9000 EUR), ისე საცხოვრებელი ხარჯები (5400 EUR). განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 აპრილი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.tlu.ee/en/School-of-Educational-Sciences/Educational-Innovation-and-Leadership [wpai_display_imported_files_here]

იტალიის მთავრობის სტიპენდიები

იტალიის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო 2018-2019 სასწავლო წლისათვის აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად შემდეგი მიმართულებებით: სამაგისტრო სტიპენდიები; უმაღლესი განათლების კურსები ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის დარგში; სადოქტორო სტიპენდიები; პროფესორის ხელმძღვანელობის ქვეშ აკადემიური კვლევა (კოტუტელი); იტალიური ენისა და კულტურის კურსები. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 აპრილი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://studyinitaly.esteri.it/en/call-for-procedure [wpai_display_imported_files_here]

სტეფან ბანაჩის სასტიპენდიო პროგრამა პოლონეთში

პოლონეთის ეროვნული სააგენტო აკადემიური გაცვლითი პროგრამებისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე მათთვის, ვინც ფლობს პოლონურ ენას მინიმუმ B1 დონეზე და ბაკალავრის ხარისხს შემდეგი მიმართულებებით: მეცნიერება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნიკური კვლევები, ეკონომიკა. გრანტის ფარგლებში ფინანსური უზრუნველყოფა ხდება როგორც პოლონური ენის კურსების, ისე ყოველთვიური ხარჯებისათვის. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 აპრილი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://nawa.gov.pl/nawa/aktualnosci/279-rekrutacja-na-stypendia-banacha-2018-2019-otwarta [wpai_display_imported_files_here]

ისრაელის ჰაიფის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა

ისრაელის ჰაიფის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სრულ სამაგისტრო პროგრამაზე „ბავშვის განვითარების“ მიმართულებით. აღნიშნული პროგრამა გათვალისწინებულია მრავალფეროვანი პროფესიებისთვის, მათ შორის არის: პედიატრია, საექთანო საქმე, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, განათლების მეცნიერებები, ანთროპოლოგია, ერგოთერაპია, ფიზიკური თერაპია, სამართალი და მეტყველების პათოლოგიები. დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონულად მისამართზე: https://psy.hevra.haifa.ac.il/~intchilddev/ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://uhaifa.org/index.php/graduate-programs/ma-in-child-development […]

ჰინდის შემსწავლელი სასტიპენდიო პროგრამა 2018-2019

ინდოეთის ადამიანური რესურსების განვითარების სამინისტროს ჰინდის ცენტრალური ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ჰინდის შემსწავლელ სასტიპენდიო პროგრამაზე. პროგრამა ვრცელდება 21-35 წლამდე ასაკის კანდიდატებზე, რომელთაც აქვთ ზოგადი განათლება ან დასრულებული აქვთ კოლეჯი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა გაგზავნონ ინდოეთის საელჩოში (ერევანი). განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 აპრილი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://khsindia.org/india/en/ [wpai_display_imported_files_here]

პროლოგის სკოლის სტიპენდიები პოლონური ენის სასწავლო კურსებისათვის

პოლონური ენის სასწავლო ცენტრი პროლოგი იმ სტუდენტებისათვის, რომელთა ასაკიც აღემატება 18 წელს და რომლებიც ფლობენ პოლონურ ენას მინიმუმ A2 დონეზე, აცხადებს მიღებას მოკლევადიან სასწავლო კურსებზე დაფინანსების შესაძლებლობით (სრული ან 50%-იანი სტიპენდია). დაინტერესებულმა სტუდენტებმა კონკურსის ვადის ამოწურვამდე უნდა წარადგინონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და ესე პოლონურ ენაზე (400-600 სიტყვა) მისამართზე: polish@prolog.edu.pl განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის […]