გამგზავრების წინასაორიენტაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტებისათვის

13 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა გამგზავრების წინასაორიენტაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2018/19 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შერჩეული სტუდენტებისათვის. შეხვედრის მიზანი იყო გამარჯვებულთათვის საუნივერსიტეტო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარება. ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მოწვეული იყვნენ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებმაც გამარჯვებულ სტუდენტებს გაუზიარეს გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნისა და […]

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიები

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს მიღებას სასტიპენდიო პროგრამაზე 2018-2019 აკადემიური წლისათვის. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია როგორც სამგზავრო და სასწავლო, ისე სადაზღვევო ხარჯები და ყოველთვიური სტიპენდია. პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო განაცხადი მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოში. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 13 ივლისი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული. [wpai_display_imported_files_here]

სადოქტორო პროგრამა ბიოეკონომიკაში

ოლშტინის ვარმია-მაზურის უნივერსიტეტი (პოლონეთი) აცხადებს მიღებას ინტერდისციპლინარულ სადოქტორო პროგრამაზე ბიოეკონომიკაში. სწავლა აღნიშნულ პროგრამაზე უფასოა; ამასთან, შერჩეული კანდიდატები პროგრამის ფარგლებში მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 1,500-2000 PLN ოდენობით. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის 2018 წლის 4 სექტემბერი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:  https://bioeconomy.uwm.edu.pl  ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს ელ. ფოსტით: slawomir.ciesielski@uwm.edu.pl. [wpai_display_imported_files_here]

პრეზენტაცია თემაზე: „გრიგოლ ნაზიანზელი (ღვთისმეტყველი)“

3 ივლისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (UCLouvain) პროფესორის, ვერონიკ სომერსის პრეზენტაცია თემაზე: „გრიგოლ ნაზიანზელი (ღვთისმეტყველი)“. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის კვლევა კაბადოკიელი ბერის, გრიგოლ ნაზიანზელის შესახებ. განხილული იქნება მისი ცხოვრებისა (ბიოგრაფიული მონაცემები, განათლებასთან დაკავშირებული საკითხები) და შემოქმედების (ნაშრომები, ხელნაწერთა ტრადიცია და ა. შ.) ცალკეული საკითხები. დრო: 3 […]

საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) წარმომადგენელთან

23 მაისს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) წარმომადგენელი სტუდენტებისათვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. შეხვედრაზე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სწავლით დაინტერესებულ ყველა პირს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს დეტალური ინფორმაცია დაფინანსების შესახებ და პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტის წარმომადგენელს. დრო: 23 მაისი, 17:30 საათიადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია. [wpai_display_imported_files_here]

საჯარო ლექცია „მიგრაცია ევროპის ისტორიაში – წარსული და აწმყო“

19 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 აუდიტორიაში პროფესორი რაფაელა ავერკორნი, შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ისტორიის კათედრის თავმჯდომარე (ზიგენის უნივერსიტეტი, გერმანია), წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მიგრაცია ევროპის ისტორიაში – წარსული და აწმყო“. მიგრაცია ევროპის ისტორიის ძირითადი ასპექტია. ევროპა ის კონტინენტია, რომელიც ხასიათდება იმიგრაციისა და ემიგრაციის ტალღებით. ლექცია მიზნად ისახავს მიგრაციის სხვადასხვა ტიპისა და […]

საჯარო ლექცია „ევროკავშირის სამართლის საფუძვლები“

19 მაისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E301 აუდიტორიაში პროფესორი გერდ მორგენთალერი (ზიგენის უნივერსიტეტი, გერმანია) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ევროკავშირის სამართლის საფუძვლები“. ლექცია ითვალისწინებს სამართლის სტუდენტებისათვის ევროკავშირის სამართლისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. პირველ ყოვლისა, საუბარი შეეხება  ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, გაანალიზებული იქნება ევროპულ ხელშეკრულებათა ძირითადი იდეები, რასაც მოყვება ევროკავშირის პოლიტიკური ინსტრუმენტების, მათი კომპეტენციებისა და ურთიერთმიმართებების […]

რენე კასინის ფონდის საერთაშორისო სატრენინგო სესია

რენე კასინის ფონდი – საერთაშორისო ინსტიტუტი ადამიანის უფლებებისათვის – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თბილისის ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2018 წლის 11-15 ივნისს გამართავს მე-2 სატრენინგო სესიას საერთაშორისო კრიმინალური სამართლის მიმართულებით. სატრენინგო სესიები განკუთვნილია მოსამართლეებისათვის, ადვოკატებისა და იურისტებისათვის, პროფესორებისა და მკვლევართათვის, ადამიანის უფლებების აქტივისტებისა და ამ მიმართულებით არასამთავრობო/სამთავრობო სექტორში მოღვაწე ადამიანებისათვის, ასევე ამ მიმართულებით მომუშავე ნებისმიერი […]

კორეის კვლევების აკადემიის საერთაშორისო კონფერენცია

კორეის კვლევების აკადემია აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო კონფერენციისათვის: „ადამიანთა ცივილიზაციები და კორეის კვლევები“. კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 12-14 სექტემბერს და მოიცავს აღნიშნული მიმართულებით უახლეს კვლევებს. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის სახით უნდა წარადგინონ კვლევითი ნაშრომის პროსპექტუსი. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 13 მაისი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://congress.aks.ac.kr:52525/korean/portal.php [wpai_display_imported_files_here]

დედოფალ იადვიგას ფონდის სტიპენდია დოქტორანტებისა და მკვლევრებისთვის

დედოფალ იადვიგას ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალური ევროპიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ბალკანეთის ქვეყნებიდან მკვლევრებისა და დოქტორანტებისათვის კვლევითი საქმიანობის დაფინანსებას კრაკოვში, იაგელონიის უნივერსიტეტში, აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდიის ოდენობაა 1500 PLN. სტიპენდიატები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლითა და ბაზისური ჯანდაცვით. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ იაგელონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სტუდენტურ საქმეთა მხარდაჭერის ცენტრში. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა […]