ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია

ეიფელის ბრწყინვალების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა მიღება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე 2019/20 აკადემიური წლისათვის. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია სტიპენდიების მოპოვება შემდეგი მიმართულებებით: სამართალი  ეკონომიკა და მართვა პოლიტიკური მეცნიერებები  საინჟინრო მეცნიერებები (მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის)  საინჟინრო მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა,  ნანო და ბიოტოქნოლოგიები, დედამიწისა და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები, ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფორმაციიისა და კომუნიკაციის მეცნიერებები […]

VISBY-ს სასტიპენდიო პროგრამა

შვედეთის ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა Visby აცხადებს კონკურსს ორ სემესტრამდე გაცვლით პროგრამებზე 2019-2020 აკადემიური წლისათვის. პროგრამა განკუთვნილია დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და პოსტდოქტორანტთათვის. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 12 დეკემბერი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://goo.gl/53mni4 [wpai_display_imported_files_here]

იოჰან სკაიტის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის სტიპენდიები

ტარტუს უნივერსიტეტთან არსებული იოჰან სკაიტის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას სასტიპენდიო პროგრამაზე დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისათვის სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. პროგრამის ხანგრძლივობაა 5 თვე. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ნოემბერი. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ბმული: https://skytte.ut.ee [wpai_display_imported_files_here]

მიღება კორეის ევჰას ქალთა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლაში

კორეის ევჰას ქალთა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლამ (EHWAGSIS) 2019 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე გამოაცხადა მიღება: International studies Korean Studies განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 ოქტომბერი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართული ფაილის სახით. [wpai_display_imported_files_here]

ბერლინის სამხარეო ფონდის სტიპენდიები

ბერლინის სამხარეო ფონდი აცხადებს განაცხადების მიღებას 2019/2020 აკადემიური წლისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდია განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევართათვის საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. 2019/2020 აკადემიური წლისათვის ფონდი გასცემს 15 სტიპენდიას, რომელთა ოდენობაც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის შეადგენს ყოველთვიურად 1,100 EUR-ს, ხოლო პოსტდოქტორანტებისათვის 1,630 EUR-ს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 დეკემბერი. პროგრამის ხანგრძლივობაა […]

საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ

20 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 206 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ.  კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: 2018/19 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისათვის. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: საგარეო ურთიერთობების სამსახური ➳ ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E208 ☏ 995 322 220009-367 ✉ erasmusplus@iliauni.edu.ge დრო: 20 სექტემბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: E 206 აუდიტორია […]

ეჟენ იონესკოს სასტიპენდიო პროგრამა

ცხადდება მიღება ეჟენ იონესკოს სასტიპენდიო პროგრამაზე 2018-2019 სასწავლო წლისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურისა და პოსტდოქტურანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 4 ნოემბერი. სასტიპენდიო პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.auf.org [wpai_display_imported_files_here]

საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა სამსახურის ორგანიზებით 2018 წლის 14 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ.  მიმდინარე კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: 2018/19 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისათვის. შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობების სამსახურს:  ➳ ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E208 […]

კორეის განვითარების ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა აცხადებს მიღებას 2019-20 სასწავლო წლისათვის შემდეგ აკადემიურ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე: • საჯარო პოლიტიკის მაგისტრი – Master of Public Policy (MPP) • განვითარების პოლიტიკის მაგისტრი – Master of Development Policy (MDP) • საჯარო მართვის მაგისტრი – Master of Public Management (MPM) • დოქტორი საჯარო პოლიტიკაში – Ph.D. in Public Policy (PP) • დოქტორი განვითარების პოლიტიკაში – Ph.D. in Development Policy (DP) პროგრამის ფარგლებში ინსტიტუტი სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო და სამგზავრო ხარჯების ანაზღაურებასა და […]

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიები

ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (MASHAV) აცხადებს მიღებას საგანმანათლებლო კურსებზე სხვადასხვა მიმართულებით. MASHAV-ის სტიპენდიები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით და ფარავს სატრენინგო პროგრამის საფასურს, განთავსებას, სამედიცინო დაზღვევასა და ტრანსფერს. საერთაშორისო ფრენა და სადღეღამისო ხარჯები გათვალისწინებული არ არის. დეტალური ინფორმაცია კურსებისა და რეგისტრაციის პროცედურების შესახებ იხილეთ ბმულზე:  http://mfa.gov.il/MFA/mashav/Courses/Pages/default.aspx. [wpai_display_imported_files_here]