ჩინეთი/ UNESCO-ს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა

გამოცხადდა კონკურსი ჩინეთი/UNESCO-ს ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაზე; პროგრამა შესაძლებლობას აძლევს უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს სასწავლო/კვლევითი ვიზიტები განახორციელონ ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში.  დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის პირობების, საჭირო საბუთებისა და უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://mes.gov.ge/content.php?id=8912&lang=geoგანაცხადების უნდა წარადგინოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 26 თებერვალი.   [wpai_display_imported_files_here]

ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიები

გამოცხადდა განაცხადების მიღება 2019/20 აკადემიური წლისათვის ჩინეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდიებისათვის.  დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://mes.gov.ge/content.php?id=8889&lang=geo განაცხადები უნდა წარადგინოთ მიღება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 9 მარტი.   [wpai_display_imported_files_here]

საფრანგეთის მთავრობის სამაგისტრო სტიპენდიები 2019/2020 აკადემიური წლისათვის

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020 ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის მთავრობასა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის. სამაგისტრო სტიპენდიები 2019-2020 ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე) პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები: სოფლის მეურნეობა განათლება ინჟინერია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სოციალური მეცნიერებები ჰუმანიტარული მეცნიერებები სამართალი არქიტექტურა […]

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სტიპენდიები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა შესაბამისი მიმართულების ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიის მოპოვებისა და სტაჟირების შესაძლებლობებს შემდეგი მიმართულებებით:  Future of Big Data Scholarship & Training Program Morgan Stanley Internship Program Women in Technology Scholarship Program განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 31 იანვარი დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2Mst4hC [wpai_display_imported_files_here]

ევა ვერონიკა შმუქერის საჯარო ლექცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მასპინძლობს იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის, გერმანულის, როგორც უცხო და მეორე ენისა და ინტერკულტურული კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელს, დოქტორ ევა ვერონიკა შმუქერს, რომელიც 17 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „რთული გერმანული ცნება – „სამშობლო“ და მისი კულტურულ-ისტორიული ასპექტები“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 17 […]

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიები

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს აპლიკაციების მიღებას უცხოელი სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურთ აღნიშნულ უნივერსიტეტში სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე სწავლა, კვლევის განხორციელება ან სხვა ტიპის აკადემიური ვიზიტი.  სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტუდენტი თავისუფლდება სასწავლო და საცხოვრებელი ხარჯებისაგან, ამასთან, უზრუნველყოფილია ყოველთვიური სტიპენდით დამატებითი ხარჯებისათვის; ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება 2000-3500 იენის ოდენობით. დამატებითი ინფორმაცია კონკურსის მოთხოვნებისა და განაცხადის წარდგენის ვადების შესახებ […]

ფრიბურგის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა

ფრიბურგის უნივერსიტეტი (შვეიცარია) აცხადებს მიღებას დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისათვის მოკლევადიანი კვლევითი ვიზიტის განხორციელების მიზნით.  დოქტორანტებისათვის ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება მაქსიმალური 4 თვით, სტიპენდიის ოდენობა _ 1900 შვეიცარიული ფრანკით. ახალგაზრდა მკვლევრებს კვლევითი ვიზიტის განხორციელება შეუძლიათ მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 თვით; სტიპენდიის ოდენობა ამ შემთხვევაში შეადგენს 2700 შვეიცარიულ ფრანკს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი. დამატებითი […]

გიოტინგენის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლები

გიოტინგენის უნივერსიტეტი აცხადებს აპლიკაციების მიღებას საზაფხულო სკოლებისათვის შემდეგი მიმართულებებით: მონაცემთა მეცნიერებები (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 22 იანვარი) გლობალიზაცია და მრავალფეროვნება (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 22 იანვარი) მეტყველების ხელოვნება (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 იანვარი) ამსკოლებში მონაწილეობის მიღება უფასოა, ამასთან, შესაძლებელია სტიპენდიის მოპოვება პარტნიორი უნივერსიტეტების (მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის) სტუდენტებისათვის.პროგრამების […]

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას

ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა (CEU) გამოაცხადა მიღება 2019-2020 სასწავლო წლისათვის. უნივერსიტეტი გთავაზობთ 49 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას შემდეგ დისციპლინებში: * ეკონომიკა და ბიზნესი * კოგნიტური მეცნიერება (PhD) * გარემოს დაცვა და პოლიტიკა * გენდერული კვლევები * ისტორია * საერთაშორისო ურთიერთობები * სამართალი * გამოყენებითი მათემატიკა  * შუა საუკუნეების კვლევები […]

ალექსანდროს პიტერსენის სტიპენდია

ლონდონის კინგსის კოლეჯი აცხადებს განაცხადების მიღებას პროფ. ალექსანდროს პიტერსენის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია განკუთვნილია ცენტრალური აზიის, ავღანეთისა და სამხრეთ კავკასიის იმ რეზიდენტებისათვის, რომლებიც უკვე ფლობენ ბაკალავრის ხარისხს; სტიპენდიის ფარგლებში შესაძლებელია ლონდონის კინგსის კოლეჯში სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამის განხორციელება ომის კვლევების მიმართულებით. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი.დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული. [wpai_display_imported_files_here]