დედოფალ იადვიგას ფონდის სტიპენდია დოქტორანტებისა და მკვლევრებისთვის

დედოფალ იადვიგას ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალური ევროპიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ბალკანეთის ქვეყნებიდან მკვლევრებისა და დოქტორანტებისათვის კვლევითი საქმიანობის დაფინანსებას კრაკოვში, იაგელონიის უნივერსიტეტში, აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდიის ოდენობაა 1500 PLN. სტიპენდიატები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლითა და ბაზისური ჯანდაცვით. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ იაგელონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სტუდენტურ საქმეთა მხარდაჭერის ცენტრში. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 […]

საინფორმაციო შეხვედრა პოლონეთში სწავლის შესაძლებლობების შესახებ

პირველ მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა სილეზიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელთან, რომელიც გამართავს პრეზენტაციას პოლონეთში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. შეხვედრაზე განხილული იქნება სილეზიის უნივერსიტეტში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობები. დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სილეზიის უნივერსიტეტის მიერ პოლონურ და ინგლისურ ენაზე შემოთავაზებული სასწავლო პროგრამებსაც. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: […]

საერთაშორისო გამჭვირვალობის საზაფხულო სკოლა

საერთაშორისო გამჭვირვალობა აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლის პროგრამაზე კორუფციასთან ბრძოლისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის მიმართულებით. სკოლა გაიმართება ვილნიუსში (ლიტვა) 2019 წლის 8-14 ივლისს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საზაფხულო სკოლის სტუდენტ-მონაწილეებს მიენიჭებათ 6 კრედიტი (ECTs). სრული სტიპენდიით დაინტერესებული კანდიდატებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 აპრილი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://transparencyschool.org/ [wpai_display_imported_files_here]

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისათვის

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მობილობისთვის ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (პოლონეთი). დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი განაცხადები მიიღება ელექტრონულად მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ: ონლაინ განაცხადის ფორმა განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 მაისი, 2019 ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე. ================================== დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:ილიას სახელმწიფო […]

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისათვის

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისთვის ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი). დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე:  ვალიადოლიდის უნივერსიტეტი, ესპანეთი განაცხადები მიიღება ელექტრონულად მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ: ონლაინ განაცხადის ფორმა განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2019 ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე. ================================== დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს […]

ტალინის უნივერსიტეტის საზაფხული სკოლები

2019 წლის ივლისში ტალინის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სკოლა ორგანიზებას უწევს ორ საზაფხულო სკოლას საგანმანათლებლო რობოტიკის მიმართულებით. საგანმანათლებლო რობოტიკა სკოლამდელ და სასკოლო განათლებაში რობოტიკის ჩართულობით კურსების ორგანიზება ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განათლების მიმართულების სტუდენტებსა და სხვა ზოგადი განათლებით დაინტერესებულ პირებს. რობოტიკასა და პროგრამირებაში თეორიული ცოდნა მონაწილეობის წინაპირობას არ წარმოადგენს. პროგრამები მოიცავს […]

იულიხის კვლევითი ცენტრის სალექციო კურსი – QUALI-START-UP (2)

2019 წლის 8-15 სექტემბერს საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიაში გამართავს საშემოდგომო ლექციების კურსს სახელწოდებით: QUALI-Start-Up (2). სალექციო კურსები პროექტის „შემოდგომის ლექციები თბილისში“ (2013, 2015) გაგრძელებაა. ლექციების თემატიკა მოიცავს: ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის (ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა) ქიმიის (ენერგიისა და კლიმატის კონტროლი) სიცოცხლის შემსწავლელი და ჯანმრთელობის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს. პროექტში […]

გაცვლითი პროგრამა 2019/20 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

EPSE – Eurasian Peace Studies Exchange EPSE პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის ტრომსოს არქტიკულ უნივერსიტეტში, ნორვეგიაში, მობილობის განხორციელებისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე შემდეგი მიმართულებების სტუდენტებს: პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები) საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება პროგრამა ფარგლებში ანაზღაურებულია სწავლისა და […]

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ

15 თებერვალს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 204 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობათა შესახებ. მიმდინარე კონკურსები იხილეთ ბმულზე. დრო: 15 თებერვალი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: E 204 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია. [wpai_display_imported_files_here]

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამები

გაცნობებთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს განაცხადების მიღებას 2019/20 აკადემიური წლისათვის შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე: სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020 საკონკურსი განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2019 აკადემიური პროგრამები იტალიაში 2019-2020 საკონკურსი განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2019 აკადემიური პროგრამები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 საკონკურსი განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2019 საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები […]