ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სტიპენდიები დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისათვის

ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისათვის საერთაშორისო გაცვლით პროგრამა PROM-ში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა PROM დოქტორანტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში განახორციელონ მოკლევადიანი ვიზიტები სტაჟირების, კონფერენციებისა თუ საზაფხულო სკოლების ფარგლებში; სასტიპენდიო პროგრამა ფარავს მგზავრობის, საცხოვრებელ და კონფერენციის ხარჯებს. პროგრამის შესახებ […]
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

გაცნობებთ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2020-21 აკადემიური წლისათვის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით შემდეგ შემდეგ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე: საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა (1-წლიანი) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა (2-წლიანი) პოლიტიკის მეცნიერებათა ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა აღნიშნული პროგრამების ფარგლებში შესაძლებელია სტიპენდიის მოპოვება. დაფინანსების წყაროების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.ceu.edu/financialaid განაცხადის წარდგენის ვადების შესახებ ინფორმაცია იხილეთ: https://www.ceu.edu/node/13735 დეტალური […]
საფრანგეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა „ეიფელის სტიპენდია – 2020″

საფრანგეთის მთავრობა 2020 სასწავლო წლისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას „ეიფელის სტიპენდია – 2020“. ეიფელის სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვე) შემდეგი მიმართულებებით: მაგისტრატურის საფეხურისთვის სამართალი; ეკონომიკა და მართვა; პოლიტიკური მეცნიერებები; საინჟინრო მეცნიერებები. დოქტორანტურის საფეხურისთვის საინჟინრო და ზუსტი მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ნანო და ბიოტექნოლოგიები, დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები, ქიმია და […]
პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა 2020/2021 სასწავლო წლისათვის

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს გაცვლით და სრულ სამაგისტრო/სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამაზე 2020/2021 სასწავლო წლისთვის. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღება გამოცხადებულია საბაკალავრო (General visiting student) და სამაგისტრო (Senior visiting student) საფეხურებზე. პროგრამაში მონაწილეობისათვის სტუდენტმა უნდა შეავსოს ონლაინ-განაცხადის ფორმა და წარადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: რეზიუმე (CV); ნიშნების ფურცელი; შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინიმალური მოთხოვნა B2 […]
კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის ევროპის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის განხორციელების მიზნით. დეტალური ინფორმაცია კონკურსების შესახებ იხილეთ: მიმდინარე კონკურსები სტუდენტებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი, 2019 ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე; შიდა საუნივერსიტეტო წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე […]
პროფესორ ჯუზეპე მაუჯერის საჯარო ლექციები

Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ლინგვისტიკისა და შედარებითი კულტურული კვლევების ფაკულტეტის მკვლევარსა და პროფესორს, ჯუზეპე მაუჯერის. მისი კვლევის სფერო მოიცავს იტალიურის, როგორც უცხო ენის, სწავლებას, ენის პოლიტიკის სტრატეგიების შემუშავებასა და იტალიური კულტურის გავრცელებას. პროფესორი მაუჯერი სტუდენტებისათვის, უცხო ენის მასწავლებელ-პროფესორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის გამართავს საჯარო ლექცია/სემინარებს: იტალიური ენის […]
პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს სასტიპენდიო პროგრამა

პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო აცხადებს სადოქტორო საფეხურზე სასტიპენდიო პროგრამას უცხოეთში არსებული პოლონური დიასპორისთვის – Scholarships for the Polish Diaspora. დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ აქ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს: Beata Domagała, Department of Programmes for Students E-mail: beata.domagala@nawa.gov.pl Phone: 22-390-35-23 Anna Kołudzka-Stobbe, Department of Programmes for Students E-mail: anna.koludzka@nawa.gov.pl Phone: 22-390-35-25 [wpai_display_imported_files_here]
სამეცნიერო სტატიების კონკურსი საერთაშორისო ურთიერთობებში

საერთაშორისო ურთიერთობების ელექტრონული პლატფორმის ორგანიზებით დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ეწყობა სამეცნიერო სტატიათა კონკურსი; დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ სტატიები, რომლებიც ეხება ახალ ან ნაკლებად ცნობილ იდეებს და, თავის მხრივ, ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთობების უკეთ გაგებას. კანდიდატები არ არიან შეზღუდული თემატიკაში და შეუძლიათ შეეხონ როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ პრობლემებს. შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო ურთიერთობების ვებგვერდზე და ფართო […]
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დოქტორანტებისათვის

გაცნობებთ, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში(ესპანეთი) 2019/20 აკადემიური წლის განმავლობაში მობილობის განხორციელების მიზნით. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: სანტიაგო დეკომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი განაცხადები მიიღება ელექტრონულად მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ: ონლაინ განაცხადის ფორმა განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2019 _____________________________________________________________________________________ შიდა საუნივერსიტეტო წესებისა და […]
კონკურსი გიოტინგენის უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის მობილობისთვის

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 18 ივნისი, 2019. გამოცხადდა კონკურსი გიოტინგენის უნივერსიტეტში (გერმანია) აკადემიური პერსონალის ტრენინგის მიზნით მობილობისთვის შემდგომში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის მრავალფეროვანი ტერნინგების შეთავაზების მიზნით. ____________________________________________________________________________________ ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე; პერსონალის გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე. _____________________________________________________________________________________ კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: აკადემიური პერსონალი უნდა ფლობდეს დოქტორის ხარისხს; აკადემიური […]
