ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სტიპენდიები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა შესაბამისი მიმართულების ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიის მოპოვებისა და სტაჟირების შესაძლებლობებს შემდეგი მიმართულებებით: Future of Big Data Scholarship & Training Program Morgan Stanley Internship Program Women in Technology Scholarship Program განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 30 იანვარი დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://economics.ceu.edu/article/2020-01-16/business-analytics-finance-scholarships [wpai_display_imported_files_here]

ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამა

ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამა პოლონეთის აკადემიური გაცვლის სააგენტოს, NAWA-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რომელიც ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სთავაზობს სრულად დაფინანსებულ 2-სემესტრიან სწავლებას პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში. პროგრამა უზრუნველყოფს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობებს: ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა; პროფესიული სტაჟირება, კონფერენციებში მონაწილეობა, ტრენინგკურსები; სასწავლო ლიტერატურითა და სხვა საჭირო აღჭურვილობებით უზრუნველყოფა;  მცირე […]

საზაფხულო სკოლა პოლონური ენის შემსწავლელთათვის

პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო აცხადებს მიღებას პოლონური ენის შემსწავლელი საზაფხულო კურსებისათვის.პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აქტიური სტატუსის მქონე იმ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ პოლონურ ენას მინ. B1 დონეზე, და პოლონური ენის მასწავლებლებს. პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია: ინტენსიური პოლონური ენის კურსები პოლონეთის ისტორიისა და კულტურის კურსები თემატური ვორკშოპები პოლონური ფილმების ჩვენებები ვიზიტები ისტორიულ ადგილებში საცხოვრებელი ხარჯები კვება 500PLN სტიპენდია […]

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევებში

Erasmus Mundus საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევების – ფარგლებში გამოცხადებულია მიღება 2020-2022 სასწავლო წლებისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ისწავლონ სამ ან ოთხ საერთაშორისო უნივერსიტეტში და მოიპოვონ სამი დამოუკიდებელი მაგისტრის ხარისხი. ამ პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა სრული პარტნიორის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ პროგრამის […]

საინფორმაციო შეხვედრათა სერია იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს ტრენინგის პროგრამას – „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისათვის“. პროექტის ფარგლებში 20-23 იანვარს ცენტრი ორგანიზებას უწევს შეხვედრებს იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან; შეხვედრებზე იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ისაუბრებენ როგორც სადოქტორო პროგრამების შესახებ, ასევე დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ ინფორმაციას სამაგისტრო პროგრამების თაობაზე. შეხვედრაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე არაუგვიანეს 17 იანვრის […]

კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უფსალას უნივერსიტეტისათვის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის უფსალას უნივერსიტეტში (შვედეთი) მობილობის განხორციელების მიზნით. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: უფსალას უნივერსიტეტი, შვედეთი  განაცხადები მიიღება ელექტრონულად მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ: ონლაინ განაცხადის ფორმა განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2020* *განაცხადების მიღება დაიწყება 1-ლი იანვრიდან _____________________________________________________________________________________ შიდა საუნივერსიტეტო წესებისა და პროცედურების […]

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის 48 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე მის დაქვემდებარებაში არსებულ 18 სხვადასხვა დეპარტამნეტსა და სკოლაში ბუდაპეშტისა და ვენის კამპუსებზე. პროგრამები შემოთავაზებულია შემდეგ დისციპლინებში: კოგნიტური მეცნიერება;  ეკონომიკა და ბიზნესი; გარემოს დაცვა და პოლიტიკა;  ისტორია; გენდერული კვლევები;  საერთაშორისო ურთიერთობები; სამარათალი; გამოყენებითი მათემატიკა; შუა საუკუნეების კვლევები; ნაციონალიზმის კვლევები; ქსელური და მონაცემთა […]

ევროპის კოლეჯის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

ევროპის კოლეჯი აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე 2020-21 აკადემიური წლისათვის. ევროპის კოლეჯი წარმოდგენილია ორი კამპუსით ბრიუგესა და ვარშავაში; უნივერსიტეტში შემოთავაზებულია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ევროპის კვლევების მიმართულებებით. პროგრამებს შორისაა: ევროპის ეკონომიკის კვლევების სამაგისტრო პროგრამა; ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა; ევროპული სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LLM); ევროპული პოლიტიკისა და მართვის სამაგისტრო პროგრამა. ევროპის […]

პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტი (CERGE-EI) აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ეკონომიკისა და გამოყენებითი ეკონომიკის მიმართულებით.  ინსტიტუტი დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს ნაწილობრივი თანადაფინანსების შესაძლებლობებს.  საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 მარტი.  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.cerge-ei.cz [wpai_display_imported_files_here]

Erasmus Mundus ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „წყლისა და სანაპირო ზოლის მენეჯმენტი“

გამოცხადდა კონკურსი ERASMUS MUNDUS ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „წყლისა და სანაპილო ზოლის მენეჯმენტი“ (EMJMD WACOMA) ფარგლებში.  პროგრამას ახორციელებენ ბოლონიის (იტალია), ალგარვესა (პორტუგალია) და კადისის უნივერსიტეტები (ესპანეთი).  პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 20 სტიპენდია, რომლებიც სრულად ფარავს სასწავლო, შიდა მობილობებისა და სხვა ხარჯებს.   დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ: https://wacoma.unibo.it/home.php განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 16 დეკემბერი, 2019. [wpai_display_imported_files_here]