ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიები

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტალინის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე სტიპენდიების მოსაპოვებლად: ღია საზოგადოების ტექნოლოგიები (Open Society Technologies) დოკუმენტური ფილმი (Documentary Film) საეკრანო მედია და ინოვაცია (Screen Media and Innovation) საგანმანათლებლო ინოვაცია და ლიდერობა (Educational Innovation and Leadership) ადამიანის უფლებები ციფრულ საზოგადოებაში (Human Rights in the Digital […]
რეგისტრაცია პროექტისათვის „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“რეგისტრაცია პროექტისათვის „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“

საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps-ის ინიცირებით მიმდინარეობს რეგისტრაცია პროექტში „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ მონაწილეობის მისაღებად. პროექტი ხორციელდება ინიციატივის „ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის“ (EU4Youth) ფარგლებში. პროექტი განკუთვნილია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ან საქმიანობენ კახეთის, ქვემო ქართლის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და აქვთ სოციალური საწარმოს ბიზნესიდეა. პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 31 ივლისამდე უნდა გაიარონრეგისტრაცია ბმულზე: […]
სამოქალაქო საზოგადოების ფონდების კვლევითი სტიპენდიები

ფონდი ღია საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოების ფონდების სასტიპენდიო პროგრამის (CSSA) ფარგლებში აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის კვლევითი გრანტის მოსაპოვებლად. კვლევითი გრანტი გაიცემა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, 3-დან 10 თვემდე პერიოდით და გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 15,000 USD. კანდიდატებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2020 წლის 22 ივლისამდე. დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ თანდართულ გზამკვლევში. [wpai_display_imported_files_here]
ესეის კონკურსი იელის უნივერსიტეტის ჟურნალისათვის

იელის უნივერსიტეტის გამოცემა YRIS (Yale Review of International Studies) აცხადებს ესეის კონკურსს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის. ესეი შეიძლება შეეხებოდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, გლობალურ გამოწვევებსა თუ ტრენდებს და ა. შ. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება ელექტრონულად, YRIS-ის ვებგვერდზე, ხოლო 5 ტოპ-ესეი კი როგორც ელექტრონულად, ისე ბეჭდური სახით გამოიცემა. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://yris.yira.org/submission-guidelines განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა […]
GLOBSEC 2020

საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ორგანიზებით ცხადდება კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის GLOBSEC 2020-ის ფორუმში (ბრატისლავა) მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობებისა და მომიჯნავე მიმართულებების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარადგინონ ესეი, რომელიც დაკავშირებული იქნება მიმდინარე ფორუმთან ან ზოგადად GLOBSEC-თან (დეტალური ინფორმაცია საკითხების შესახებ იხ. მიმაგრებულ ფაილში). ესეი წარმოდგენილი უნდა […]
საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ

21 თებერვალს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E209 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: საგარეო ურთიერთობების სამსახური➳ ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ოთახი E208☏ 995 322 220009-367✉ erasmusplus@iliauni.edu.ge [wpai_display_imported_files_here]
NAWA-ს სასტიპენდიო პროგრამა პოსტდოქტორანტი მკვლევრებისთვის

პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო (NAWA) ULAM-ის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას პოსტდოქტორანტი მკვლევრებისთვის. პროგრამით სარგებლობისათვის აუცილებელია, მკვლევარი ფლობდეს დოქტორის ხარისხს. სტიპენდიის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი აქტივობების განხორციელება: კვლევითი საქმიანობა; პოსტსადოქტორო ტრენინგი; სამეცნიერო ნაშრომის/პუბლიკაციისათვის მასალების შეგროვება; მასპინძელ დაწესებულებაში ლექციების/კურსების გამართვა. ვიზიტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს 6-დან 24 თვემდე. პროგრამა ფარავს როგორც აკადემიურ საკითხებთან დაკავშირებულ, ისე საცხოვრებელ ხარჯებს. განაცხადის […]
საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ

7 თებერვალს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E206 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით: საგარეო ურთიერთობების სამსახური➳ ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E208☏ 995 322 220009-367✉ erasmusplus@iliauni.edu.ge [wpai_display_imported_files_here]
კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის

გაცნობებთ, რომ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტისათვის ევროპის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის განხორციელების მიზნით. დეტალური ინფორმაცია კონკურსების შესახებ იხილეთ: მიმდინარე კონკურსები სტუდენტებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25 თებერვალი, 2020. ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე; შიდა საუნივერსიტეტო წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის […]
პილეცკის ინსტიტუტის სტიპენდია მკვლევართათვის

პილეცკის ინსტიტუტი ვარშავაში მდებარე კვლევითი ინსტიტუტია, რომლის ძირითადი საკვლევი მიმართულებაც მე-20 საუკუნის ისტორია, კერძოდ კი ტოტალიტარული იდეოლოგიები და მათი იმპლემენტაციაა. 2020-21 სასწავლო წლისათვის ინსტიტუტი აღნიშნული მიმართულებით მომუშავე მკვლევრებს სთავაზობს 5/10-თვიან კვლევითი ვიზიტის შესაძლებლობებს (პროექტისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით ვადების გახანგრძლივება შესაძლებელია). პროგრამის ფარგლებში ორი ტიპის სტიპენდიაა გამოყოფილი:უფროსი მკვლევრის ვაკანტური ადგილისათვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: […]
