საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

გერმანიის პარლამენტი, ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად, პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებს 41 ქვეყნიდან ყოველ წელს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. აქამდე ეს სტიპენდია უკვე მიიღო 2200 სტიპენდიატმა, მათგან 63 საქართველოდან იყო. პროგრამა გრძელდება 1-ლი მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით და მის მთავარ ნაწილს წარმოადგენს 15-კვირიანი მუშაობა გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში. პროგრამის ფარგლებში, გერმანიის პარლამენტი […]
პროფესორ იოანა პალიცკიევიჩის საჯარო ლექცია: „სოციალური მედია და ნდობა“

2 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი, იოანა პალიცკიევიჩი, წაიკითხავს საჯარო ლექციას. ლექციის თემაა: „სოციალური მედია და ნდობა“. ლექციის ენა: ინგლისური დრო: 2 მაისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია. [wpai_display_imported_files_here]
საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS + გაცვლით პროგრამის ფარგლებში

11 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში (ი.ჭავჭავაძის #32), გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, არსებული შესაძლებლობების შესახებ. მიმდინარე კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: 2017/18 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: საგარეო ურთიერთობების სამსახური ➳ ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E208☏ 995 322 220009-367✉ erasmusplus@iliauni.edu.ge [wpai_display_imported_files_here]
იტალიის მთავრობის სტიპენდიები

იტალიის მთავრობა უცხოელი მოქალაქეებისა და უცხოეთში მცხოვრები იტალიელი მოქალაქეებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2017-2018 აკადემიური წლისთვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სხვადასხვა მიმართულებით (სამედიცინო განათლების გარდა). სტიპენდია შეადგენს ყოველთვიურად 900 ევროს და გაიცემა, მაქსიმუმ, 45 თვით. გაცნობებთ, რომ დაიწყო განაცხადების წარდგენის პროცედურა ონლაინ რეჟიმში. იტალიურ ენაზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://www.ambtbilisi.esteri.it ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://www.ambtbilisi.esteri.it ანკეტის […]
ერევნის ლინგვისტიკისა და ფილოსოფიის აკადემია

ერევნის ლინგვისტიკისა და ფილოსოფიის აკადემია (YALP) არის ინტენსიური საზაფხულო პროგრამა ლინგვისტიკასა და ფილოსოფიაში. აკადემიის მიზანია, 50-მდე სტუდენტს სხვადასხვა რეგიონიდან მისცეს ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა. 31 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 აპრილი. საზაფხულო აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართად და […]
საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS + გაცვლით პროგრამის ფარგლებში

3 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ი.ჭავჭავაძის გამზ. #32), გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ. მიმდინარე კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: 2017/18 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: საგარეო ურთიერთობების სამსახური ➳ ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E208 ☏ 995 322 220009-367 ✉ erasmusplus@iliauni.edu.ge [wpai_display_imported_files_here]
ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ,,ევროპული პოლიტიკა და საზოგადოება“ (EPS)

ჩარლზის უნივერსიტეტი პრაღაში (ჩეხეთი), პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, აცხადებს მიღებას ახალ ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ,,ევროპული პოლიტიკა და საზოგადოება“/„European Politics and Society (EPS)“. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ, 2 წლის განმავლობაში ისწავლონ 4 ევროპულ უნივერსიტეტში: ჩარლზის უნივერსიტეტში პრაღაში (ჩეხეთი), იაგელონიის უნივერსიტეტში კრაკოვში (პოლონეთი), ლაიდენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები), პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტში ბარსელონაში (ესპანეთი). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროგრამის ასოცირებული პარტნიორია. აღნიშნული პროგრამა აერთიანებს შემდეგ […]
საფრანგეთის უნივერსიტეტის (პარიზი-საკლეი) სამაგისტრო სტიპენდიები

საფრანგეთის უნივერსიტეტი პარიზი-საკლეი (Université Paris-Saclay) აცხადებს საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას 2017-2018 აკადემიური წლისათვის მაგისტრატურის საფეხურზე. განაცხადის გაკეთება შეუძლიათ როგორც ფრანგულენოვან, ისე ინგლისურენოვან სტუდენტებს. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს 45 მიმართულებას, რომლებიც დაყოფილია 8 სკოლის ფარგლებში, ესენია: 1.ბიომრავალფეროვნება, სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა, საზოგადოება და გარემო (biodiversity, agriculture and food, society and the environment); 2. ბიოლოგია, მედიცინა და […]
იულიხის კვლევითი ცენტრის სალექციო კურსი – QUALI-Start-Up Science Lectures

2017 წლის 9-17 სექტემბერს, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიაში გამართავს საშემოდგომო ლექციების კურსს სახელწოდებით: QUALI-Start-Up Science Lectures. კურსი მოიცავს ლექციებს შემდეგი მიმართულებებით: Engineering, Electronics and Analytics; Fundamental Research and Applications in the Field of Particle and Nuclear Physics; Medical Imaging Physics and short-lived Radionuclides for Life Sciences; Condensed Matter Physics and Scattering […]
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიები საქართველოს, უკრაინისა და ავღანეთის მოქალაქეებისთვის

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ტალინის უნივერსიტეტი აცხადებს სტიპენდიებს საქართველოს, უკრაინისა და ავღანეთის მოქალაქეებისთვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: საერთაშორისო ურთიერთობები (International Relations) სტიპენდია დაფარავს სწავლის საფასურს 2 წლის განმავლობაში (2700 ევრო წელიწადში); ასევე, სტუდენტს დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია 300 ევროს ოდენობით. ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედება (Human-Computer Interaction) სტიპენდია დაფარავს სწავლის საფასურს 2 წლის განმავლობაში (2500 ევრო წელიწადში); […]
