ანაზღაურებადი სტაჟირება სამართლის სკოლის ადმინისტრაციაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის

მოთხოვნები:

  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი;

  • საჯარო ლექციებზე სტუდენტთა დასწრების მონიტორინგი;

  • სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა;

  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; 

  • საკურიერო მომსახურება უნივერსიტეტის კანცელარიასა და სამართლის სკოლის ადმინისტრაციას შორის.

  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება; 

  • დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური ხასიათის დახმარება;

  • სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული პროექტების საორგანიზაციო ნაწილში დახმარება;

  • მიმდინარე სასწავლო პროცესის დროს ტექნიკური ხასიათის საორგანიზაციო საკითხებში დახმარება.

სტაჟირების პირობები

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 1;

  • სტაჟირების ვადა – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით (ვადის გაგრძელების პერსპექტივით);

  • თვიური სარგო  – 270 ლარი (დარიცხული).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე კონკურსანტებს შეარჩევენ რეზიუმეების მიხედვით;
მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას.

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს  რეზიუმე (CV) მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge   2019 წლის  18-დან 24 სექტემბრის ჩათვლით. 

გთხოვთ, საგნის  ველში მიუთითოთ დასახელება „სამართლის სკოლის სტაჟიორი“.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი